დავით ზურაბიშვილი: დაახლოებით 300 ათასი ახალი ამომრჩეველი გვყავს, ეს არის სრულიად ახალგაზრდა თაობა, რომელიც ნაკლებ მოსალოდნელია ხელისუფლებას დაუჭიროს მხარი

Read Time:41 Second

ბოლო არჩევნების მერე დაახლოებით 300 ათასი ახალი ამომრჩეველი გვყავს, ეს არის სრულიად ახალგაზრდა თაობა, რომელიც  ნაკლებ მოსალოდნელია, ხელისუფლებას დაუჭიროს მხარი, თუ რუსეთსა და დასავლეთს შორის მოუწევთ არჩევანის გაკეთება  – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, დავით ზურაბიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„თუ ხელისუფლება ასე დააყენებს საკითხს, რომ ან ბიძინა, ან დასავლეთი, ანუ ეს შეგვიძლია გავიგოთ, ან რუსეთი ან დასავლეთი, მაშინ შეიძლება ძალიან დიდი გაერთიანებაც მოხდეს და მაშინ შეიძლება მოსახლეობამ სერიოზული დარტყმა მიაყენოს სწორედ ბიძინა ივანიშვილს. დარწმუნებული ვარ, თუ ასე წაიყვანს ხელისუფლება, ამ შემთხვევაში იმდენად არსებითი მნიშვნელობა არ ექნება ერთი დიდი ბლოკი უპირისპირდება, თუ ბევრი, იმიტომ რომ ეს გამოიწვევს ახალგაზრდა ამომრჩევლის ძალიან დიდ მობილიზაციას და ახალგაზრდა ამომრჩეველი თუ გამოვიდა… სხვადასხვა დათვლით, დაახლოებით 300 ათასი ახალი ამომრჩეველი გვყავს ჩვენ  ბოლო არჩევნების მერე. ეს არის სრულიად ახალგაზრდა თაობა, რომელიც ძალიან ნაკლებ მოსალოდნელია, რომ ხელისუფლებას დაუჭერს მხარს, თუ ასეთ არჩევანს დაუყენებს ხელისუფლება“,- განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა⚽
Next post ვატო შაქარიშვილი: შევხვდებით ხვალ, 20:00 საათზე, რუსთაველის თეატრში. ერთად შევქმნათ მძლავრი ორგანიზებული ძალა, რომელიც ღირსეულად შეხვდება ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ და მომავალ საფრთხეებს