ხვიჩა კვარაცხელია რუბინს უკაპიტნებს

Read Time:31 Second

რუსეთის პრემიერ ლიგის რიგით 22-ე ტურში, რომელშიც მოსკოვის ცეესკა საკუთარ კედლებში ყაზანის რუბინს მიიღებს, ყაზანელთა კაპიტნის სამკლაურს ქართველი გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია მოირგებს.

ნახსენების შესახებ რუბინის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გავრცელდა ინფორმაცია.

აღსანიშნავია, რომ ხვიჩას მთელი თავისი რუსული კარიერის მანძილზე ჯერ არ ჰქონია შესაძლებლობა საკუთარი გუნდისთვის ეკაპიტნა.

ზოგადად, ყაზანელებს გამოკვეთილი კაპიტანი არ ჰყავთ და საკმაოდ ხშირია შემთხვევა, როდესაც ტურიდან ტურამდე სხვადასხვა მოთამაშეები ლიდერობენ გუნდს.

ბევრის აზრით, შესაძლოა, ფაქტი ხვიჩას გუნდიდან ახლო მომავალში გადასვლასაც უკავშირდებოდეს(ფეხბურთში ხშირია შემთხვევა, როდესაც მწვრთნელი მოთამაშეს ბოლო თამაშის წინ ამგვარ შესაძლებლობას აძლევს), თუმცა დაზუსტებით ჯერ არაფრის თქმა შეიძლება, და ხვიჩას შესაძლო ტრანსფერიც უფრო იმედია, ვიდრე რეალობა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „როიტერი“ – აშშ თურქეთს რუსული წარმოების „ეს-400“-ის ტიპის ანტისარაკეტო თავდაცვის კომპლექსების უკრაინისთვის გადაცემას სთავაზობდა
Next post ოლგა სტეფანიშინა-დაღუპულთა რიცხვი მოსახლეობაში გაცილებით მეტია, ვიდრე სამხედროებს შორის