ოლგა სტეფანიშინა-დაღუპულთა რიცხვი მოსახლეობაში გაცილებით მეტია, ვიდრე სამხედროებს შორის

Read Time:37 Second

უკრაინის ვიცე-პრემიერმა ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა, რომ რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მშვიდობიანი მოსახლეობაში გაცილებით მეტია, ვიდრე უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის. ამის შესახებ RBC-Ukraine Sky News-ზე დაყრდნობით იუწყება.

„რუსეთმა ჩაიდინა თითქმის ყველა შესაძლო სამხედრო დანაშაული, რაც კაცობრიობას ოდესმე უნახავს. დაღუპულთა რიცხვი მშვიდობიან მოსახლეობაში გაცილებით მეტია, ვიდრე უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის”, განაცხადა სტეფანიშინამ.

ამასთან, სტეფანიშინამ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა მტერს წინააღმდეგობას გაუწევს მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება.

„აუცილებელია, არავინ შეეგუოს ომს. ჩვენ ვდგავართ, ვეწინააღმდეგებით და ასე გავაგრძელებთ. უკრაინა გაუწევს წინააღმდეგობას მანამ, სანამ საჭირო იქნება, რომ 21-ე საუკუნეში ამ მიწაზე არც ტერორი და არც გენოციდი არ განხორციელდეს“, – დასძინა ვიცე-პრემიერმა.

სტეფანიშინამ კითხვაზე, მიაჩნია თუ არა გენოციდად ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ასე უპასუხა: „ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. პუტინი და კრემლი ომის დამნაშავეები არიან“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ხვიჩა კვარაცხელია რუბინს უკაპიტნებს
Next post ნანა კაკაბაძე: საქართველოს ხელისუფლება უკრაინას შესაძლებლობების მაქსიმუმით ეხმარება, ამის მიუხედავად, უკრაინის ხელისუფლება ჯალათებს ანიჭებს პოლიტიკური დევნილის სტატუსს და ჩვენს ქვეყანასთან ამწვავებს დიპლომატიურ ურთიერთობებს