ხარკოვის რეგიონში დაბომბვას 7 ადამიანი ემსხვერპლა

Read Time:29 Second

ხარკოვის ოლქის სოფელ ოსკილში დაბომბვას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„სოფელ ოსკილის დაბომბვის დროს 7 ადამიანი დაიღუპა , მათ შორის ხუთი ზრდასრული და ორი ბავშვი, 5 კი დაშავდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, 27 მარტს რუსმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქის ოზიუმის და ოსკოლის საარტილერიო დაბომბვა განახორციელეს. შედეგად დაზიანდა  სახლი, დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის 7 წლის ბიჭი. ასევე, დაშავდა 4 წლის ბავშვი.

გარდა ამისა, სოფლის სხვა რაიონებში დაბომბვას კიდევ 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 16 წლის ბიჭი. დაშავდა ოთხი ადამიანი.

გამოძიება განზრახ მკვლელობასთან ერთად, ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი: გარწმუნებთ, რამდენიმე დღეში, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაინახავენ, რომ ომში ქვეყნის ჩართვა აღარ გამოსდით და ეს წამგებიანი რიტორიკაა, სულ სხვა რამეზე დაიწყებენ ლაპარაკს
Next post დავით მაღრაძე-ბატონი დანილოვის განცხადება გასცდა ნორმალური აღქმის ჩარჩოებს. უკრაინაშიც და საქართველოშიც არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სამშობლოს განცდა არ აქვთ