დავით მაღრაძე-ბატონი დანილოვის განცხადება გასცდა ნორმალური აღქმის ჩარჩოებს. უკრაინაშიც და საქართველოშიც არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სამშობლოს განცდა არ აქვთ

Read Time:35 Second

დღეს არ არის საუკეთესო დრო უკრაინის ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების უსაფუძვლო და უსამართლო განცხადებებზე პასუხისთვის, – ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში ისაუბრა.

„ბატონი დანილოვის განცხადება გასცდა ნორმალური აღქმის ჩარჩოებს. უკრაინაშიც და საქართველოშიც არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სამშობლოს განცდა არ აქვთ. ასე ჩანს, რადგან მოსახლეობისა და საკუთარი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის განცდას ვერ ვხედავ. ესენი არიან პროექტის ხალხი. არსებობს ასეთი შეთავაზებები, ვიღაც აჰყვება, ვიღაც არ აჰყვება. არიან ადამიანები, რომლების ანგარების, ამბიციის, პატივმოყვარეობისა და უთავმოყვარეობის გამო ხშირად ერთ პროექტში იყრიან თავს. ისინი კარგავენ სამშობლოს. უსამშობლო და უნაციო ხალხი, რომლეიც ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას საკუთარი ხალხისა და სამშობლოს წინაშე“, – განაცხადა დავით მაღრაძემ.

უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა განაცხადა: „დნესტრისპირეთი, საქართველო და ყველა დაკავებული რომ იყვნენ საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებით, ეს აუცილებლად დაგვეხმარებოდა“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ხარკოვის რეგიონში დაბომბვას 7 ადამიანი ემსხვერპლა
Next post ვოლოდიმერ ზელენსკი-პუტინმა ყველაზე დიდი ზიანი რუსულ ენას მიაყენა,რა თქმა უნდა, რუსეთის ფარგლებს გარეთ, ადამიანებისთვის რუსულ ენაზე საუბარი უხერხული იქნება