წლის საუკეთესო ფილმისთვის „ოსკარი“ სამხრეთ კორეულმა ფილმმა „პარაზიტი“ მოიპოვა

Read Time:45 Second

„ოსკარის“ 92-ე დაჯილდოების ცერემონიალზე წლის ფილმის კატეგორიაში სამხრეთ კორეულმა ფილმმა „პარაზიტმა“ გაიმარჯვა. ამავე ფილმის რეჟისორმა კი ჯილდო წლის რეჟისორის ნომინაციაში მოიპოვა. ბონგ ჯუნ ჰომ ჯილდო მიიღო ასევე წლის ორიგინალური სცენარისთვისაც. „პარაზიტმა“ გაიმარჯვა წლის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაშიც.

წლის მსახიობების კატეგორიაში მამაკაცებს შორის „ოსკარი“ ჰოაკინ ფენიქსმა ფილმში „ჯოკერი“ შესრულებული როლისთვის მიიღო, ხოლო ქალებს შორის რენე ზელვეგერმა ფილმისთვის „ჯუდი“. მსახიობ ბრეტ პიტს კვენტინ ტარანტინოს ფილმში, „ერთხელ ჰოლივუდში”, მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის გადაეცა „ოსკარი“. ქალის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის კი „ოსკარი“ ლორა დერნს ერგო, რომელიც ფილმში „ქორწინების ისტორია“ ადვოკატის როლს ასრულებს.

საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის კი ჯილდო ერგო ტაიკა უაიტიტის, ფილმისთვის „კურდღელი ჯოჯო“, საუკეთესო ანიმაციური ფილმი გახდა – Toy Story 4, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი – „თმის სიყვარული“ (Hair Love), საუკეთესო დოკუმენტური ფილმი – „ამერიკული ქარხანა“, კოსტიუმების საუკეთესო დიზაინი „პატარა ქალები“. საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის ჯილდო ერგო „ჯოკერის“ კომპოზიტორს ჰილდურ გუანადოტირს, ხოლო წლის საუნდტრეკის ჯილდო მიიღო ელტონ ჯონის სიმღერამ “(I’m Gonna) Love Me Again – ფილმიდან Rocketman.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ადამ კიზინგერი – დემოკრატია რთული პროცესია და პროტესტი სანამ მშვიდობიანია, მანამდეა ლეგიტიმური
Next post 2014 წლის იანვრამდე დაფუძნებულ/რეორგანიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება ექნებათ, საქმიანობა 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე განახორციელონ