2014 წლის იანვრამდე დაფუძნებულ/რეორგანიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება ექნებათ, საქმიანობა 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე განახორციელონ

Read Time:26 Second

განათლების სამინისტროს მიერ 2014 წლის პირველ იანვრამდე დაფუძნებულ/რეორგანიზებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება ექნებათ, ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა 2026–2027 სასწავლო წლის დაწყებამდე განახორციელონ და დაფინანსება მიიღონ.

შესაბამისი ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორი მთავრობაა. ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტით განისაზღვრება ისიც, რომ 2026–2027 სასწავლო წლის დაწყებამდე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ეტაპობრივი ავტორიზაცია.

მთავრობა განმარტავს, რომ დღეს მოქმედი კანონით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება აქვთ, ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა 2020–2021 სასწავლო წლის დაწყებამდე განახორციელონ. შესაბამისად, ცვლილებებით ამ ვადის გაგრძელება იგეგმება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post წლის საუკეთესო ფილმისთვის „ოსკარი“ სამხრეთ კორეულმა ფილმმა „პარაზიტი“ მოიპოვა
Next post დიმიტრი ხუნდაძე: ოპოზიციამ პასუხისმგებლობასთან ერთად სერიოზულობაც დაკარგა და სახიფათო თამაშს აგრძელებს