ცნობილი ბიზნესმენი ოპერაციის შემდგომი გართულებით გარდაიცვალა

Read Time:30 Second

მოსკოვში, ბიზნესმენი და პროდიუსერი პიოტრ გავრილოვი გარდაიცვალა, „ვარსკვლავური“ პლასტიკური ქირურგის, ტიმურ ხაიდაროვის კლინიკაში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ. Mash-ის ინფორმაციით, მამაკაცი კუჭის რეზექციის შემდეგ 10 დღეში გარდაიცვალა.

ტელეგრამის არხის ცნობით, დედაქალაქის IQ Plastique კლინიკის ექიმებმა გავრილოვს ოპერაცია 17 თებერვალს გაუკეთეს, მაგრამ სამი დღის შემდეგ მისი მდგომარეობა გაუარესდა. მამაკაცი უჩიოდა სუნთქვის გაძნელებას, ტკივილს გულმკერდისა და მუცლის არეში, თუმცა უარი თქვა ჰოსპიტალიზაციაზე. მალე ბიზნესმენის მდგომარეობა კრიტიკული გახდა, ის კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა. გარდაცვალების წინასწარი მიზეზი ოპერაციის შემდეგ სისხლის მოწამვლაა.
გავრილოვის ახლობლები აცხადებენ, რომ ინფექცია შესაძლოა ხაიდაროვის კლინიკაში ჩატარებული ოპერაციის დროს გადასულიყო, ახლა ისინი სამედიცინო დაწესებულებას უჩივლებენ. თავად ვარსკვლავურ ქირურგს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი ამ სიტუაციაზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გუბაზ სანიკიძე: სალომე ზურაბიშვილს საშემოდგომო აქვს გამოყოლილი, ხან „ემვედეს“ მინისტრის მოადგილეობა უნდოდა, ხან რა
Next post “გამოვიდეთ კაცები, ვთქვათ, რომ გვიყვარს ქალები და ვატაროთ აღლუმები?” – დათო ევგენიძე ლგბტ პროპაგანდაზე