გუბაზ სანიკიძე: სალომე ზურაბიშვილს საშემოდგომო აქვს გამოყოლილი, ხან „ემვედეს“ მინისტრის მოადგილეობა უნდოდა, ხან რა

Read Time:46 Second

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არასოდეს იდგა სწორ მხარეს და ის არც არის პოლიტიკური ლიდერი, – აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი გუბაზ სანიკიძე.

დეპუტატი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე საუბრისას ამბობს, რომ ზურაბიშვილი ოპოზიციაში ყოფნის დროსაც „მთავარი პრობლემა“ იყო და მას „აკავებდნენ“.

„სალომე ზურაბიშვილს ამოსაქაჩი აქვს. მას საშემოდგომო აქვს გამოყოლილი. სალომე ზურაბიშვილის ჩემთვის პოლიტიკური ლიდერი არ არის. იმიტომ, რომ სწორედ მხარეს არასოდეს იყო, არც ეროვნული ხელისუფლების დროს და არც – მერე.

ოპოზიციაში როცა იყო მთავარი პრობლემა იყო, როგორ დაგვეკავებინა არ ვიცოდით. ზურაბიშვილი ხან „ემვედეს“ (შინაგან საქმეთა) მინისტრის მოადგილედ მიდიოდა და ხან რას აპირებდა. ჰკითხეთ გაერთიანებულ ოპოზიციას.

ჩვენ ვართ სულელები და არაფრის თავი არ გვაქვს. ვისაც აქვს თავი, ის ციხეში ზის და მისთვის სიტყვის შეწევნა არ უნდათ.“, – განაცხადა სანიკიძემ სატელევიზიო ეთერში.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 28 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი ლონდონში Chatham House-ის – საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ორგანიზაციის წევრი პოლიტიკოსები, დიპლომატები, აკადემიკოსები, ბიზნესის წარმომადგენლები და ახალგაზრდები.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კოსმეტიკა და ჯარიმები – ნახეთ, რა რეგულაციები დაწესდება საქართველოში
Next post ცნობილი ბიზნესმენი ოპერაციის შემდგომი გართულებით გარდაიცვალა