კოსმეტიკა და ჯარიმები – ნახეთ, რა რეგულაციები დაწესდება საქართველოში

Read Time:1 Minute, 4 Second

კოსმეტიკურ პროდუქციასთან დაკავშირებული საქმიანობა შესაძლოა, მარეგულირებელ ჩარჩოში მოექცეს. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია ნათქვამი.

კოსმეტიკური საშუალებების რეგულირების შესახებ კანონპროექტს ჯანდაცვის სამინისტრო შეიმუშავებს.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრება ბაზარზე განთავსებამდე და განთავსების შემდეგ ადმინისტრირების საკითხები და მასზე პასუხისმგებელი უწყებები.

ამასთან, ნათქვამია, რომ ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრება ეკონომიკური ოპერატორების როლი და ვალდებულებები, მათ შორის მწარმოებლის, იმპორტიორის, დისტრიბუტორის და ხელშეკრულებით განსაზღვრული „პასუხისმგებელი პირის”.

„ქვეყანას არ გააჩნია კოსმეტიკურ პროდუქციასთან დაკავშირებული ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩო, რაც ასევე ასახულია ევროკომისიის სამუშაო ჯგუფის საქართველოს 2023 წლის ანგარიშშიც.

კანონპროექტის შემუშავების ერთ-ერთი საფუძველია საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზება ევროკავშირის რეგულაციასთან (Regulation (EC) N 1223/2009), რომელიც კანონის პროექტისა და ტექნიკური რეგლამენტის შემუშავების პროცესში სახელმძღვანელოდ იქნა გამოყენებული. ,,ტექნიკური რეგლამენტი – კოსმეტიკური პროდუქციის შესახებ” ადგენს ბაზარზე კოსმეტიკური პროდუქციის განთავსების წესებსა და ნორმებს, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.

რეგლამენტი არ ვრცელდება იმ ნივთიერებებზე ან ნარევებზე, რომლებიც განკუთვნილია ენდოგენურად მისაღებად, ინჰალაციის, ინექციის ან ადამიანის სხეულში იმპლანტაციისათვის. ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრება ეკონომიკური ოპერატორების როლი და ვალდებულებები, მათ შორის მწარმოებლის, იმპორტიორის, დისტრიბუტორის და ხელშეკრულებით განსაზღვრული “პასუხისმგებელი პირის”. ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრება ბაზარზე განთავსებამდე და განთავსების შემდეგ ადმინისტრირების საკითხები და მასზე პასუხისმგებელი უწყებები.

აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება საჭიროებს საქართველოს კანონებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” და ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებების შეტანას”,- აღნიშნულია დოკუმენტში, რომელიც პარლამენტის გვერდზე გამოქვეყნდა.

საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმის თანახმად, კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი ლგბტ პროპაგანდაზე: ლიბერალიზმს წარმოშობისთანავე ჰქონდა რელიგიასთან, ეკლესიასთან მებრძოლი იდეოლოგიის ხასიათი და ბუნებრივია, რომ ის აქამდე უნდა მისულიყო
Next post გუბაზ სანიკიძე: სალომე ზურაბიშვილს საშემოდგომო აქვს გამოყოლილი, ხან „ემვედეს“ მინისტრის მოადგილეობა უნდოდა, ხან რა