“გამოვიდეთ კაცები, ვთქვათ, რომ გვიყვარს ქალები და ვატაროთ აღლუმები?” – დათო ევგენიძე ლგბტ პროპაგანდაზე

Read Time:30 Second

საქართველოში ერთსქესიანთა უფლებებზე მსჯელობა არ წყდება. საკუთარი მოსაზრება გადაცემაში “სხვა მხარე” მუსიკოსმა დავით ევგენიძემაც დააფიქსირა.

“როდესაც ერთსქესიანთა ქორწინებაზეა ლაპარაკი, არავინ ითვალისწინებს, რომ ამით ეძლევათ უფლება, ჰყავდეთ შვილი, რომელსაც შენ უკეთებ პროპაგანდას, რომ ასე უნდა იცხოვროს. საერთოდ, ეს მგონია ფინანსური ორგანიზაციების ფულის ტრიალის ხერხი.

რატომ უნდა ჩამიტარო აღლუმი? რაც გინდა, ის ქენი, მაგრამ გამოვიდეთ კაცები, ვთქვათ, რომ გვიყვარს ქალები და ვატაროთ აღლუმები? შენ თუ კაცი გიყვარს, გიყვარდეს, ღმერთმა გაგიმარჯოს. თავისი არჩევანია. არავინ არანაირ უფლებებს არ ართმევს.

მაგრამ როდესაც შენ ითხოვ ქორწინების დაკანონებას, შენ არღვევ იმ ბავშვის უფლებას, რომელიც უნდა აიყვანო და გაზარდო. კანონი შეილახება იმ ბავშვისთვის, რომელსაც ზრდის ორი მამა”, – განაცხადა ევგენიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ცნობილი ბიზნესმენი ოპერაციის შემდგომი გართულებით გარდაიცვალა
Next post წყლის მიწოდება 36 საათით იზღუდება