ჩიქოვანი: მოსახლეობისათვის აქტუალური საკითხებისა და ჩემი სამომავლო ხედვების შეჯერება, აუცილებლად უკეთეს ეფექტს მოგვიტანს

Read Time:37 Second

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი
ჩიქოვანმა მოსახლეობასთან შეხვედრები ახალსოფელსა და ჯუმში გამართა.

,,დღევანდელ შეხვედრებზე ჯუმსა და ახალსოფელში ადგილობრივებთან იმ
პროგრესზე ვისაუბრეთ, რაც მათ სოფელსა თუ უბანში გვაქვს, თუმცა ყველას
ბევრად მეტი გვინდა და ამისთვის ერთობლივ მუშაობაზე შევთანხმდით.
კომუნიკაციის ამ ფორმას უპირატესობას სწორედ იმიტომ ვანიჭებ, რომ
მოსახლეობისათვის აქტუალური საკითხებისა და ჩემი სამომავლო ხედვების
შეჯერება, აუცილებლად უკეთეს ეფექტს მოგვიტანს. ამ სოფლებში ჩვენი
ხელისუფლების პირობებში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებია
განხორციელებული და სამუშაოები ახლაც აქტიურად მიმდინარეობს“ – განაცხადა
ირაკლი ჩიქოვანმა.

სოფელ ჯუმში 50 აღსაზრდელზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების
შესაბამისი საბავშვო ბაღი შენდება. ასევე იგეგმება ჯუმი-ახალსოფლის
დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციასაც.

ჯუმში გამართული შეხვედრის შემდეგ კანდიდატი ახალსოფლის მოსახლეობას
შეხვდა. ადგილობრივები შიდა გზების რეაბილიტაციის საჭიროებაზე ამახვილებენ
ყურადღებას, მათ მუნიციპალიტეტის ამ მიმართულებით არსებული გეგმა მერმა
გააცნო. რეაბილიტირებულია მეზობელ სოფელ ოფაჩხაფუსთან დამაკავშირებელი
გზაც.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სერგი კაპანაძე – სააკაშვილის პოზიცია, რომ კოალიცია არ სურს, ნიშნავს, რომ მას უნდა დაბრუნება წარსულსა და ერთპიროვნულ, ერთპარტიულ მმართველობაში
Next post გიგა ბოკერია – მიხეილ სააკაშვილის თითქმის ყველა გამოსვლა, განსაკუთრებით იმ ხალხის გადაგდება, ვისაც უკვე მერამდენედ ჩამოსვლას დაჰპირდა, არის საჩუქარი ივანიშვილის პროპაგანდისთვის