სერგი კაპანაძე – სააკაშვილის პოზიცია, რომ კოალიცია არ სურს, ნიშნავს, რომ მას უნდა დაბრუნება წარსულსა და ერთპიროვნულ, ერთპარტიულ მმართველობაში

Read Time:59 Second

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებს ეხმაურება. კაპანაძის თქმით, სააკაშვილის პოზიცია, რომ კოალიცია არ სურს, ნიშნავს, რომ მას სურს დაბრუნება წარსულსა და ერთპიროვნულ, ერთპარტიულ მმართველობაში.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ დღეს არჩევანი დგას მომავალსა და წარსულს შორის.

„ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ივანიშვილს უნდა დღევანდელი ჭაობის დატოვება და სურს, რომ ისე გაგრძელდეს ყველაფერი, როგორც არის დღეს. როგორც ჩანს, სააკაშვილს, ასევე არ უნდა ცვლილებები და უნდა წარსულის დაბრუნება, სადაც თვითონ ჰქონდა ერთპიროვნული და ერთპარტიული ძალაუფლება. სწორედ ამას ნიშნავს მისი განცხადება, რომ მას არ უნდა კოალიცია. როგორც ჩანს, სააკაშვილის არ უნდა ცვლილებები ასევე. ამიტომ არჩევანი არის ძალიან მარტივი, როგორც თვითონ ამბობს, რომ არჩევანი არის სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის არა, არჩევანი არის ერთის მხრივ, წარსულში დამბრუნებელ ძალებს, რომლებიც არიან ივანიშვილი და სააკაშვილი, სამწუხაროდ ესე პოზიციონირდა თვითონ და მეორემ ხრივ, არის „ევროპული საქართველო“, რომელსაც სურს ცვლილებები და უნდა, რომ ეს ერთპარტიული მმართველობა ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს, უნდა რომ წავიდეთ წინ, უნდა, რომ ეს ჭაობი შეიცვალოს და მოხდეს გარხდამტეხი ცვლილებები.

ამრიგად, არჩევანი დღეს ასე დგას. ვისაც სურს ერთპიროვნული მმართველობა, შეუძლია აარჩიონ სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის, ვისაც სურს ცვლილებები და დღევანდელი მძიმე ეკონომიკური კრიზისის და ამ ჭაობის გადალახვა და წინ წასვლა, არჩევანი არის მაშინ ევროპული საქართველო“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მარინა ეზუგბაია: საქართველო ჯერჯერობით „მწვანე ზონაში“ რჩება
Next post ჩიქოვანი: მოსახლეობისათვის აქტუალური საკითხებისა და ჩემი სამომავლო ხედვების შეჯერება, აუცილებლად უკეთეს ეფექტს მოგვიტანს