გიგა ბოკერია – მიხეილ სააკაშვილის თითქმის ყველა გამოსვლა, განსაკუთრებით იმ ხალხის გადაგდება, ვისაც უკვე მერამდენედ ჩამოსვლას დაჰპირდა, არის საჩუქარი ივანიშვილის პროპაგანდისთვის

Read Time:47 Second

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგა ბოკერია, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება.

როგორც გიგა ბოკერიამ განაცხადა, დღეს არჩევანი არის მათ შორის, ვისაც სურს ერთპიროვნული მმართველობა ან მასში დაბრუნება და მათ შორის, ვისაც გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ სააკაშვილის განცხადებები პირდაპირ ივანიშვილის პროპაგანდის გზავნილია.

„სააკაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნები მხოლოდ მასსა და ივანიშვილს შორის არის, ეს არის ერთი-ერთში ივანიშვილის პროპაგანდის გზავნილი. ამ კაცის თითქმის ყველა გამოსვლა არის საჩუქარი ივანიშვილის პროპაგანდისთვის, განსაკუთრებით მერამდენედ დაანონსება ჩამოსვლის და შემდეგ გადაგდება იმ ხალხის, ვისაც დაჰპირდა ამას.

რაც მთავარია, ეს არის სიცრუე. არჩევანი არის იმათ შორის, ვისაც მხოლოდ თავისი ძალაუფლება აინტერესებს, ივანიშვილი, რომელსაც დღევანდელი ჭაობის შენარჩუნება სურს და სააკაშვილი, რომელსაც წარსულში დაბრუნება სურს და ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს შორის, რომელსაც უნდა ცვლილებები, გარდამტეხი ცვლილებები და რისი გეგმაც გვაქვს ჩვენ, „ევროპულ საქართველოს“. აი, ეს არის არჩევანი იმათ შორის, ვისაც მხოლოდ თავისი ძალაუფლება აინტერესებს და იმათ შორის, ვისაც სურს, რომ ქვეყანაში მოხდეს ცვლილებები და წინსვლა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჩიქოვანი: მოსახლეობისათვის აქტუალური საკითხებისა და ჩემი სამომავლო ხედვების შეჯერება, აუცილებლად უკეთეს ეფექტს მოგვიტანს
Next post მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 31 მილიონს გადააჭარბა