ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს ომი – შევჩენკომ რუსებს მიმართა

Read Time:1 Minute, 9 Second

უკრაინული ფეხბურთის, კიევის „დინამოსა“ და „მილანის“ ლეგენდამ, უკრაინის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ რუსეთის აგრესიის შესახებ Sky Sports-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ხალხს, არმიას, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ ყველაფერი გააკეთა ჩემი ქვეყნის რუსული აგრესიისგან დასაცავად. ძალიან ვამაყობ, რომ უკრაინელი ვარ. ახლა ძალიან რთული დროა ჩემი ხალხისთვის, ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი ოჯახისთვის. დედა და და ახლა კიევში არიან და იქ საშინელი ამბები ხდება. ხალხი იღუპება, სახლებს ესვრიან. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს ომი. ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზა. ვცდილობ, დედას და დას ვესაუბრო ყოველ საათში, ყოველ 20 წუთში, რადგან სიტუაცია მუდმივად იცვლება. ხარკოვი თავდასხმის ქვეშაა, კიევი იბომბება. ბევრჯერ ვცადე მათი წამოყვანა. ველაპარაკე, დავარწმუნე, მაგრამ ისინი უარს ამბობენ. მათ უნდათ სახლში დარჩენა და თავისუფლებისთვის ბრძოლა. ეს არის უკრაინული სული“, – განაცხადა შევჩენკომ Sky Sports-თან ინტერვიუში.

ლეგენდარულმა უკრაინელმა თავდამსხმელმა რუსებს მიმართა.

„მე ველაპარაკე ჩემს მშობლებს და ვუთხარი, რომ მინდა უკრაინაში დაბრუნება. მაგრამ ახლა ჩემი ბრძოლის ველი ევროპაშია. მე უნდა ვისაუბრო იმაზე, რაც ხდება უკრაინაში, იმ ტრაგედიაზე, რომელიც უკრაინელ ხალხს შეექმნა. ათასობით ბავშვი უნდა დაიმალოს თავშესაფარში, რათა ბომბებს გადაურჩნენ. ეს არის ტრაგედია. რუსები უნდა გამოვიდნენ საპროტესტო აქციაზე ომის შესაჩერებლად. სხვა ქვეყნებიც უნდა დაგვეხმარონ. ახლა ევროპის ცენტრი უკრაინაა. დღეს ჩვენ გვბომბავენ და მერე ვის მიადგებიან? დაფიქრდით!“.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ცდილობს გამოიყენოს მაქსიმალური შესაძლებლობები, რათა მსოფლიომ გაიგოს და გააპროტესტოს უკრაინაში რუსეთის აგრესია. კერძოდ, ის ლონდონში უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე წავიდა და იტალიელებისთვის ვიდეომესიჯიც ჩაწერა, რომელიც „მილანისა“ და „ინტერის“ დერბის წინ „სან სიროს“ სტადიონის ტაბლოზე აჩვენეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იზიუმის დაბომბვის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები – უკრაინული მხარე
Next post დახურეთ ცა ახლავე – კულება დასავლელ პარტნიორებს