იზიუმის დაბომბვის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები – უკრაინული მხარე

Read Time:33 Second

ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში ჭურვის აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები. ინფორმაციას იზიუმის მერის მოადგილემ ვლადიმერ მაცოკინი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი თქმით, ჭურვი უკრაინსკის ქუჩაზე მდებარე სახლს მოხვდა. მაცოკინის ინფორმაციით, დაღუპულია 2 ბავშვი.

„ჭურვი პოლიციის შენობას მოხვდა. ქალაქის ცენტრი მნიშვნელოვად არის განადგურებული. არის მსხვერპლი და მათ შორის 2 ბავშვი“, – აცხადებს მაცოკინი.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში მიმდინარე წლის 24 თებერვალს შეიჭრა. დაახლოებით 06:00 მოსკოვის დროით (UTC+3) რუსეთის პრეზიდენტმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა  გამოაცხადა „სამხედრო ოპერაცია“, რამდენიმე წუთის შემდეგ, სარაკეტო დარტყმები დაიწყო ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქ კიევთან ახლოს.

უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა, რომ მის საზღვრებს რუსეთთან და ბელარუსთან დაესხნენ თავს. უკვე მე-8 დღეა უკრაინაში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გოგა ხაინდრავა: 2008 წელს რომ განაცხადეს, ნატოში აუცილებლად შევლენ საქართველო და უკრაინაო, 14 წელი არ უნდა დაუტოვო პუტინს, რომ მოემზადოს და განახორციელოს ის, რაც განახორციელა
Next post ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს ომი – შევჩენკომ რუსებს მიმართა