„ჩვენ გყავს წყაროები კრემლში… ნოემბერში ვიცოდით რუსეთის შემოჭრის შესახებ“ – უკრაინის დაზვერვა

Read Time:36 Second

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ უკრაინამ გასული წლის ნოემბერში იცოდა რუსეთის ფედერაციის მზადება უკრაინაში შეჭრისთვის. ამის შესახებ მან Coffee or Die-სთან ინტერვიუში განაცხადა

დაზვერვის ხელმძღვანელმა თქვა, რომ უკრაინა რუსეთის ფედერაციიდან იღებს უამრავ სასარგებლო ინფორმაციას, რომელსაც ისინი კონტრმოქმედებისთვის იყენებენ.

შეჭრამდე და მის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის წყაროებმა უკრაინულ დაზვერვას უამრავი ინფორმაცია მიაწოდეს რუსეთის გეგმების შესახებ. ბუდანოვმა განმარტა, რომ საუბარია კრემლში არსებულ წყაროებზეც. ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში უკრაინამ მიიღო სანდო მონაცემები რუსული შეჭრისთვის ინტენსიური მზადების შესახებ.

„ჩვენ გვყავს წყაროები, ბევრი წყარო, რომელიც ჩვენთვის მუშაობს. ჯარში, პოლიტიკურ წრეებში და ასევე, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში”, – განაცხადა ბუდანოვმა.

როგორც ბუდანოვმა განაცხადა, წარმატებული კიბერდაზვერვის ოპერაციის წყალობით, უკრაინამ, ასევე, შეძლო „რუსეთის სამხედრო თავდაცვის მთელ კომპლექსზე წვდომა“. მიღებული მონაცემების წყალობით კრემლის გეგმები დაირღვა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე – ერთ-ერთი არასამთავრობო მოგვიწოდებს, აღარ მივმართოთ სასამართლოს სარჩელებით, ვპირდები, უფრო მეტი სარჩელი შევა იმ ტყუილებთან დაკავშირებით, რასაც ყოველდღიურად კადრულობენ
Next post მამუკა მდინარაძე – ერთ წინადადებაში დაამტკიცა და დაადასტურა დანილოვმა ის, რასაც ფაქტებზე და არგუმენტებზე დაყრდნობით თვეზე მეტია ვამტკიცებთ