მამუკა მდინარაძე – ერთ წინადადებაში დაამტკიცა და დაადასტურა დანილოვმა ის, რასაც ფაქტებზე და არგუმენტებზე დაყრდნობით თვეზე მეტია ვამტკიცებთ

Read Time:38 Second

რასაც ჩვენ თვეზე მეტია ვამტკიცებთ ფაქტებზე და რეალურ, რელევანტურ არგუმენტებზე დაყრდნობით, ის ერთ წინადადებაში დაამტკიცა და დაადასტურა სამწუხაროდ დანილოვმა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მდინარაძის თქმით, მსგავსი მოწოდება მიზნად ისახავს, რომ საქართველო ომში ჩაერთოს.

„მან თქვა, რომ საქართველოში მეორე ფრონტი უნდა გაიხსნას, უნდა შევეხიდოთ მათ და რუსეთმა აქ უნდა გადმოიტანოს ყურადღება. ჩვენ სოლიდარულები ვართ, შესაძლებლობის მაქსიმუმის ზღვარზე. ვუწევთ როგორც ჰუმანიტარულ დახმარებას, ასევე პოლიტიკურად ყველა პლატფორმაზე, მათ შორის ჰააგასთან მიმართებაში თანაინიციატორი ვიყავით წინადადებისა რუსეთის წინააღმდეგ. ვუჭერთ მხარს უკრაინას, მის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ ის, რომ აქ უნდა გაიხსნას მეორე ფრონტი და ჩვენ დეოკუპაცია მოვახდინოთ ომის გზით, ეს არის მოწოდება, რომელიც მიზნად ისახავს, რომ ეს ქვეყანა ომში ჩაერთოს, ამ ქვეყანას ჰქონდეს გამოუსწორებელი კატასტროფული შედეგები“, – განაცხადა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „ჩვენ გყავს წყაროები კრემლში… ნოემბერში ვიცოდით რუსეთის შემოჭრის შესახებ“ – უკრაინის დაზვერვა
Next post პეტრო პოროშენკო: კარგი ჟესტი იქნებოდა თუ თქვენი პრეზიდენტი ან პრემიერი ჩამოვიდოდა კიევში