„შეცვალეს“ აქტივისტები ერეკლე კუხიანიძის სამუშაო კაბინეტში მჯდომარე აქციას მართავენ

Read Time:19 Second

თბილისის საკრებულოს დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის სამუშაო კაბინეტში მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისები, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან შეკრებილი.

ისინი მოითხოვენ, საკრებულოს დეპუტატმა დატოვოს დეპუტატის მანდატი, წინააღმდეგ შემთხვევაში სამუშაო კაბინეტის დატოვებას არ აპირებენ.

მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებს კაბინეტის დატოვებას სთხოვს საკრებულოს დაცვის სამსახური. მათი განმარტებით, აქტივისტებს არ აქვთ დეპუტატის სამუშაო კაბინეტში შესვლის უფლება.

თბილისის საკრებულოს წევრმა ერეკლე კუხიანიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თბილისში 31 მაისს ლენი კრავიცის კონცერტი გაიმართება
Next post საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ აშშ-ში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო