საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ აშშ-ში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

Read Time:34 Second

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, აშშ-ში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო 16 დეკემბერს ქართველი კანონმდებლები IRI-ის პრეზიდენტს დენიელ თვინინგს და IFES-ის ვიცე-პრეზიდენტს მაიკლ სვეტლიკს შეხვდნენ.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტარებმა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საარჩევნო და მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ.

მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს ამბიციური დემოკრატიული დღის წესრიგის მნიშვნელობა და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.

ქართული დელეგაციის ვიზიტი ვაშინგტონში 19 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება და მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაღრმავებას აშშ-ის შესაბამის უწყებებთან და საერთაშორისო ინსტიტუტებთან. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან საქართველოს პარლამენტის წევრი, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „შეცვალეს“ აქტივისტები ერეკლე კუხიანიძის სამუშაო კაბინეტში მჯდომარე აქციას მართავენ
Next post სალომე ზურაბიშვილმა თავდაცვის ძალების მეთაურისგან პერიოდული ანგარიში მოისმინა