შარლ მიშელი: ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ გვსურს ვითანამშრომლოთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ დემოკრატიული ღირებულებები, ასევე ფუნდამენტური პრინციპები დაცულია

Read Time:32 Second

მთავარი გზავნილი არის ის, რომ ჩვენ გვსურს ვითანამშრომლოთ, რათა დავრწმუნდეთ რომ დემოკრატიული ღირებულებები, ასევე ფუნდამენტური პრინციპები დაცულია, – ეს განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა რეიკიავიკში მიმდინარე ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„შეხვედრა წარმოადგენს ჩვენი მხრიდან სრულ მხარდაჭერას უკრაინისთვის. ვიცით, რომ უკრაინა იცავს ჩვენს დემოკრატიულ ღირებულებებსა და ფუნდამენტურ პრინციპებს, ამიტომაც ძალიან მკაფიო უნდა ვიყოთ ფინანსური, პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერის მიმართულებით. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ლიბერალური დემოკრატიები ერთად დგანან ფუნდამენტური პრინციპების დასაცავად იმისათვის, რომ სარგებელი მიიღოს ყველა მოქალაქემ“, – განაცხადა მიშელმა.

რეიკიავიკში ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტი გაიხსნა. სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრიც მონაწილეობს. მთავრობის მეთაური სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: დღეს სოროსის ფონდში გაიმართა უცხოელი აგენტების თავყრილობა, გამოაქვეყნეს საკუთარი დასკვნა, სადაც სახალხო დამცველის არჩევაზე უწერიათ, რომ ეს რეკომენდაცია ნაწილობრივ შესრულდა – აბსურდია
Next post ირაკლი კობახიძე: 19 აპრილის შეთანხმებაც თავიდან ბოლომდე იყო ანომალია. ანომალიაც არ იყო – ეს იყო უხეში და ღია მცდელობა, რომ ხალხის ნების წინააღმდეგ შეცვლილიყო ხელისუფლება