ირაკლი კობახიძე: დღეს სოროსის ფონდში გაიმართა უცხოელი აგენტების თავყრილობა, გამოაქვეყნეს საკუთარი დასკვნა, სადაც სახალხო დამცველის არჩევაზე უწერიათ, რომ ეს რეკომენდაცია ნაწილობრივ შესრულდა – აბსურდია

Read Time:1 Minute, 4 Second

დღეს სოროსის ფონდში გაიმართა უცხოელი აგენტების თავყრილობა, მათ გამოაქვეყნეს საკუთარი დასკვნა იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი პუნქტი შესრულდა, რომელი არ შესრულდა და რომელი ნაწილობრივ შესრულდა. წარმოიდგინეთ, სახალხო დამცველზე მოთხოვნა იყო არჩევა, ავირჩიეთ და უწერიათ, რომ ეს რეკომენდაცია ნაწილობრივ შესრულდა – აბსურდია – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

მისი თქმით, თუ ხათუნა სამნიძემ მხარი დაუჭირა ლევან იოსელიანს, ხათუნა სამნიძის ბრალია ნაწილობრივ შესრულება თუ ეს არის ხატია დეკანოიძის ბრალი, რომელმაც მხარი არ დაუჭირა ლევან იოსელიანს? ამაზე პასუხი არ არსებობს.

„საინტერესო რა არის, რომ ჩავუღრმავდეთ, ნაწილობრივ შესრულდა რას ნიშნავს, ანუ შესრულებაზე ვინ არის პასუხისმგებელი დადებითი კუთხით და ნაწილობრივზე ვინ არის პასუხისმგებელი უარყოფითი კუთხით – ვინც ხმა მისცა ლევან იოსელიანს, ის არის პასუხისმგებელი ნაწილობრივზე, თუ ვინც ხმა მისცა ლევან იოსელიანს, ის არის დადებითი კუთხით პასუხისმგებელი არჩევაზე, ანუ პუნქტის შესრულებაზე? სიტყვაზე, ხათუნა სამნიძემ მხარი დაუჭირა ლევან იოსელიანს, ხათუნა სამნიძის ბრალია ნაწილობრივ შესრულება თუ ეს არის ხატია დეკანოიძის ბრალი, რომელმაც მხარი არ დაუჭირა ლევან იოსელიანს? ამაზე პასუხი არსებობს? მე მგონია, რომ არ არსებობს, რატომ, იმიტომ, რომ აბსურდია თვითონ ამის მოთხოვნაც, ანუ, ერთერთ პუნქტად მოთხოვნა იმისა, რომ უნდა აირჩიო თანამდებობის პირი 90 ხმით, ცოტა პრობლემური იყო ჩემი აზრით, იმიტომ, რომ 90 ხმა არის საჭირო, როგორ უნდა აგვეღო ჩვენ პასუხისმგებლობა, იგივე ვითარებაა იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებით. აქ სირთულე ის არის, რომ დეპუტატებს არც უნდა არავის საბჭოში გადასვლა“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ელენე ხოშტარია: დიახ, პირველ რუსულ რეისს მოჰყვება პროტესტი
Next post შარლ მიშელი: ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ გვსურს ვითანამშრომლოთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ დემოკრატიული ღირებულებები, ასევე ფუნდამენტური პრინციპები დაცულია