შალვა პაპუაშვილი: 29 აპრილს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს რუსთაველზე, რათა „ნაციონალური მოძრაობის“ ზიზღის კამპანიას ქართველი ხალხის სიტყვა ვუთხრათ

Read Time:51 Second

გვახსოვს, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნისას რასაც აკეთებდნენ, ახშობდნენ თავისუფალ სიტყვას. ახლა ოპოზიციიდან, „ფეისბუქიდან“ აშინებენ საზოგადოებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ 29 აპრილს ყველა მივიდეს პარლამენტთან „ქართული ოცნების“ მიერ დაორგანიზებულ საერთო-სახალხო შეკრებაზე.

„მგონი, გუშინ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ნახა „ნაციონალური მოძრაობის“ სახე. ზიზღის კამპანიაა, რომელსაც ისინი ბოლო პერიოდში ეწევიან და გუშინ ეს განსაკუთრებულად გამოჩნდა. გვახსოვს, ხელისუფლებაში ყოფნისას რასაც აკეთებდნენ, ახშობდნენ თავისუფალ სიტყვას. ახლა ოპოზიციიდან, „ფეისბუქიდან“ და კლავიატურებიდან პირდაპირ აშინებენ საზოგადოებას, რომ მათ არ გამოთქვან თავისი აზრი. ამ ჯგუფების უკან დგას უცხოური დაფინანსება, როდესაც ვსაუბრობთ „ენჯეოებზე“, მათ შორის ზოგიერთ პარტიაზე. ეს არის ჩვეულებრივი ზიზღის, დაშინების კამპანია. საზოგადოება ხედავს, რომ ამ ხალხს ერთი გრამი ძალაუფლება რომ მივცეთ, ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ ხელში ჩაიგდონ, ზუსტად იმავე ტერორს გააგრძელებენ, რა ტერორშიც ჰყავდათ საზოგადოება. 29 აპრილს ყველა, დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც, საჯარო მოხელეც და ბიზნესმენიც, ყველა, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს რუსთაველზე, რადგან ზიზღის კამპანიას, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ აწარმოებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ თავისი უცხოელი მფარველების მეშვეობით, ქართული ღირსებით, ღირებულებებით ვუთხრათ ქართველი ხალხის სიტყვა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი: პირადად ვცდილობდი, დამერწმუნებინა ევროკავშირის წარმომადგენლები, რომ რადიკალური ჯგუფების ფარულად დაფინანსება არასწორი საქციელია, სამწუხაროდ, ვერ შევძელი
Next post ვინ არის ვარლამ ლიპარტელიანის მეუღლე, რომელიც ცნობილი ოჯახიდანაა – წყვილი მეოთხე ვაჟის მოლოდინშია