შალვა პაპუაშვილი: პირადად ვცდილობდი, დამერწმუნებინა ევროკავშირის წარმომადგენლები, რომ რადიკალური ჯგუფების ფარულად დაფინანსება არასწორი საქციელია, სამწუხაროდ, ვერ შევძელი

Read Time:1 Minute, 18 Second

ერთი წლის განმავლობაში, მე, პირადად ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურასთან კომუნიკაციით ვცდილობდი, დამერწმუნებინა ევროკავშირის წარმომადგენლები თავად, რომ ევროპული ღირებულებებისგან გადახვევით, საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პოლიტიკური პარტიების ფარულად დაფინანსება არის არასწორი საქციელი. სამწუხაროდ, ვერ შევძელი და ამიტომაც, გვიწევს კანონის მიღება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული კანონი გამომდინარეობს ქართველი ხალხის ინტერესიდან.

„გამჭვირვალობის კანონზე როცა ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ქართველი ხალხის ინტერესიდან გამომდინარე კანონი. ეს შეიძლება, არ შედიოდეს სხვების ინტერესებში, განსაკუთრებით მათ ინტერესებში, ვისი ფინანსებიც საქართველოში შემოდის გაუმჭვირვალედ და სამწუხაროდ, ევროკავშირის დაფინანსებაც არის საქართველოში გაუმჭვირვალე. ჩვენ ვიცით მაგალითები. მაგალითად, ევროპის დემოკრატიის ფონდის, რომელიც მალავს თავის დაფინანსებას საქართველოში, რაც არის, სწორედაც რომ, ევროპული ღირებულებების საწინააღმდეგო. სამწუხაროდ, ერთი წლის განმავლობაში მე პირადად ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურასთან კომუნიკაციით ვცდილობდი, დამერწმუნებინა ევროკავშირის წარმომადგენლები თავად, რომ ევროპული ღირებულებებისგან გადახვევით, საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პოლიტიკური პარტიების ფარულად დაფინანსება არის არასწორი საქციელი. სამწუხაროდ, ვერ შევძელი და ამიტომაც, გვიწევს კანონის მიღება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, სინამდვილეში, არის მცდელობა, აიკრძალოს დისკუსია კანონპროექტთან დაკავშირებით, რაც პაპუაშვილის განცხადებით, არის ანტიევროპული ქცევა.

„ვერ გაგცემთ სხვის ნაცვლად პასუხს, მაგრამ პრობლემა არის შემდეგში, რომ სინამდვილეში, არის მცდელობა, აიკრძალოს დისკუსია, რაც არის ანტიევროპული ქცევა. სინამდვილეში არის მცდელობა, ჩაიხშოს საღი აზრი, რაც არის ანტიევროპული ქცევა. სინამდვილეში, არის მცდელობა, რომ იყოს საუბარი ლოზუნგებითა და არა შინაარსით. ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვთავაზობთ შინაარსს და ვხედავთ, რადიკალური ოპოზიცია რას აკეთებს – ხევს პლაკატებს, სადაც არის ერთადერთი რამ მითითებული, ლინკი კანონპროექტზე და არ უნდათ, რომ ადამიანებმა წაიკითხონ ეს კანონპროექტი. უნდათ, ამყოფონ საზოგადოება ამ ინფორმაციის გარეშე. დარწმუნებული ვარ, ბატონ ბორელს არც კი აქვს წაკითხული ეს კანონპროექტი, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გურამ მაჭარაშვილი: ჩამობრძანდეს ჯოზეფ ბორელი, კანონი ერთად წავიკითხოთ, თვალებში ჩაგვხედოს და გვითხრას, რომელი წინადადება არ მოსწონს
Next post შალვა პაპუაშვილი: 29 აპრილს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს რუსთაველზე, რათა „ნაციონალური მოძრაობის“ ზიზღის კამპანიას ქართველი ხალხის სიტყვა ვუთხრათ