შალვა პაპუაშვილი: ყველა კვლევით „ქართული ოცნების“ მთავრობის პირობებში ადგილობრივი ხელისუფლება გახდა ყველაზე მაღალი ნდობის მქონე საჯარო ინსტიტუტი

Read Time:1 Minute, 36 Second

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა დღეს პარტიის ოფსში გამართულ ბრიფინგზე გუშინ, ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გამოქვეყნებული საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია „გორბის“ მიერ შესრულებული საზოგადოებრივი კვლევის შედეგები შეაფასა.

„გუშინ, ტელეკომპანია „იმედმა“ გამოაქვეყნა საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია „გორბის“ მიერ შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა. ამ კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის პროგნოზები, რაც პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევებით იკვეთებოდა. ფაქტია, „ქართული ოცნება“ საქართველოს მასშტაბით, თითქმის ყველა საარჩევნო ოლქში პირველივე ტურში იმარჯვებს. ასევე, ძალიან დამაჯერებლად იმარჯვებს კახა კალაძე.

ამ კვლევამ, კიდევ ერთხელ დაგვანახა ის განწყობა, რომელიც საზოგადოებაში არსებობს. კერძოდ ის, რომ გასული ოთხი წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ გუნდმა ყველა მუნიციპალიტეტში შეძლო ხელშესახები წინსვლის მიღწევა. მოსახლეობა ხედავს რამდენად გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა, გზები, წყალმომარაგება, ბუნებრივი აირის მიწოდება, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, სოციალურ საჭიროებებზე რეაგირების სისტემები. ამავე დროს, ეს მხარდაჭერა მიუთითებს, რომ ჩვენმა მერობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატებმა სწორად შეძლეს მუნიციპალიტეტების მიხედვით ჩვენი მოსახლეობის კონკრეტული საჭიროებების გაანალიზება და მათი ასახვა საარჩევნო პროგრამებში.

აღსანიშნავია, რომ ყველა კვლევით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ადგილობრივი ხელისუფლება გახდა ყველაზე მაღალი ნდობის მქონე საჯარო ინსტიტუტი, რაც, რა თქმა უნდა, ასევე აისახება ჩვენი კანდიდატების რეიტინგებზე. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ჩვენი მოსახლეობა სწორად ხვდება, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი, საქმეზე და მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა, ენდობა ჩვენს გუნდს და მზად არის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კვლავაც დაუჭიროს მას მხარი. ამ ფონზე კიდევ უფრო გასაგები ხდება ოპოზიციის და მათი ტელევიზიების მიერ რეალური სურათის დამახინჯების სასოწარკვეთილი მცდელობა კვლევების მანიპულირების და დეზინფორმაციით გაჯერებული სიუჟეტების მეშვეობით.

ამის საუკეთესო მაგალითი იყო IPSOS-ის კვლევა, როცა პირდაპირ ეთერში ვიხილეთ, როგორ მოაქცია ჩიხში ელემენტარულმა კითხვებმა დამკვეთიც და შემსრულებელიც. რა თქმა უნდა, მოსახლეობისთვის გონების არევის ამგვარ სასოწარკვეთილ მცდელობებს წარმატების შანსი არ აქვს. ქართველი ხალხი, 2 ოქტომბერს, უკვე მერვედ გააკეთებს სწორ არჩევანს და მხარს დაუჭერს „ქართულ ოცნებას“ და მის კანდიდატებს. კიდევ ერთხელ გვსურს მადლობა გადავუხადოთ ჩვენს მხარდამჭერებს და მოვუწოდოთ მათ აქტიურობისკენ. 2 ოქტომბერს ჩვენ კვლავ ერთად გავიმარჯვებთ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

„გორბის“ კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 49,6% მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერს, 25,9% კი „ნაცმოძრაობას“. თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძეს გამოკითხულთა 53,6%; ნიკა მელიას კი 27,7% აძლევს ხმას.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი სააკაშვილზე: არ მგონია, რომ რომელიმე საერთაშორისო პარტნიორს ექნება სურვილი, ჩაერიოს მკვლელობისა და ცემის საქმეზე სასჯელმისჯილი ადამიანის საპატიმროდან დახსნის საკითხში
Next post დიმიტრი ხუნდაძე -„ოპოზიცია იმდენად სუსტია, რომ მხოლოდ სააკაშვილის ჩამოსვლის იმედზეღა დარჩა“