დიმიტრი ხუნდაძე -„ოპოზიცია იმდენად სუსტია, რომ მხოლოდ სააკაშვილის ჩამოსვლის იმედზეღა დარჩა“

Read Time:48 Second

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს,
რომ ქართულ ოპოზიციას მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე
არანაირი შანსი არა აქვს და მხოლოდ სააკაშვილის ჩამოსვლის იმედზეღა დარჩა.
დეპუტატი მოსახლეობის განწყობებზე და მოსალოდნელ შედეგზე საუბრობს:
-„მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლები
მოსახლეობას არწმუნებდნენ, რომ ხელისუფლებასთან პოლიტიკურ ბრძოლას
აუცილებლად მოიგებდნენ, თუმცა, უკვე თავად აღიარეს, რომ დამარცხდნენ.
სააკაშვილის განცხადებებზე ასეთი აჟიოტაჟის ატეხვა მათ მხარდამჭერებში
მოტივაციის ამაღლებას ემსახურება და სხვას არაფერს. მხდალი სააკაშვილის
განცხადებებზე საუბარიც არ ღირს, მაგრამ სასოწარკვეთილი ოპოზიციის
განცხადებები ნამდვილად საყურადღებოა, განსაკუთრებით, რევოლუციურ
სცენარზე ღიად საუბარი. მათ კარგად იციან, რომ ამ არჩევნებში შანსი არა აქვთ,
2024 წლამდე ლოდინი კი ამ ოპოზიციის ფაქტობრივ გაქრობას ნიშნავს. ამიტომ
ემზადებიან არა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის, არამედ, არჩევნების შემდგომი
პერიოდისთვის, 3 ოქტომბრისთვის. სააკაშვილის მიერ დაანონსებული
ეგრეთწოდებული ჩამოსვლაც ამაზე მიუთითებს.
„ქართულ ოცნებას“ საკმარისი მხარდამჭერები ჰყავს იმისათვის, რომ ეს
არჩევნებიც დამაჯერებლად მოიგოს. მოსახლეობის განწყობიდან გამომდინარე,
წინასწარი ციფრების დათვლა მათ კარგად იციან და ბუნებრივია, ელიან წაგებას.
ეს ტრაგედია არ არის. ტრაგედია ის არის, რომ ქართული ოპოზიცია მხოლოდ
სააკაშვილის ჩამოსვლის იმედზეღა დარჩა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი: ყველა კვლევით „ქართული ოცნების“ მთავრობის პირობებში ადგილობრივი ხელისუფლება გახდა ყველაზე მაღალი ნდობის მქონე საჯარო ინსტიტუტი
Next post იუსტიციის მინისტრმა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა