იუსტიციის მინისტრმა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

Read Time:33 Second

პენიტენციური სამსახური არის სამაგალითო უწყება ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით“- ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სპეციალური პენიტენციური სამსახურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

ესკორტირების სამმართველოს ბაზაზე გამართულ ღონისძიებაზე პროფესიული დღე სისტემის თანამშრომლებს იუსტიციის მინისტრმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელთან ნიკა ცხვარაშვილთან ერთად მიულოცა.

რატი ბრეგაძემ სამსახურის ყველა თანამშრომელს წარმატებული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა და სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის 450 თანამშრომელი წაახალისა.

პროფესიულ საქმიანობაში, განსაკუთრებით კი, პანდემიის პერიოდში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის სპეციალური პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეებსა და მედპერსონალს გამოეცხადა მადლობა.

ასევე წახალისდნენ გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოსა და ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების პროფესიული დღე 2015 წლიდან აღინიშნება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიმიტრი ხუნდაძე -„ოპოზიცია იმდენად სუსტია, რომ მხოლოდ სააკაშვილის ჩამოსვლის იმედზეღა დარჩა“
Next post ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს: ჩვენს ინტერსებში შედის მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში, რაც უზრუნველყოფს მტკიცე ეკონომიკურ განვითარებას