ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს: ჩვენს ინტერსებში შედის მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში, რაც უზრუნველყოფს მტკიცე ეკონომიკურ განვითარებას

Read Time:48 Second

ჩვენს ინტერსებში შედის მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში, რაც უზრუნველყოფს მტკიცე ეკონომიკურ განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს, ბაქოში გაიმართება ეკონომიკური კომისიის მე-8 სხდომა, სადაც განიხილება ორმხრივი ურთიერთობების საკითხები.

„ბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა მოწვევისთვის, ჩემთვის ძალიან სასიხარულოა ბაქოში სტუმრობა. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენი მასპინძლობისთვის. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ჩვენი სანიმუშო ორმხრივი ურთიერთობების განსახილველად. როგორც თქვენ უკვე ახსენეთ, ჩვენ ვართ მეგობარი, მოძმე ერები. დღეს ჩვენ ჩავატარებთ ეკონომიკური კომისიის მე-8 სხდომას და განვიხილავთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს, რომლებიც დღესაც აქტიურად ვითარდება. საქართველო, რა თქმა უნდა, დაინტერესებულია ჩვენი ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სხვა ტიპის კავშირების განმტკიცებით. ჩვენს ინტერსებში ასევე შედის მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში, რაც უზრუნველყოფს მტკიცე ეკონომიკურ განვითარებას. ეს არის წელს ჩემი მეორე ვიზიტი და როგორც ბატონმა პრეზიდენტმა აღნიშნა, ჩვენ არაერთხელ გვქონდა დიალოგი ტელეფონით. დღეს კი ჩვენ განვიხილავთ ჩვენს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებულ საკითხებს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრაც ძალიან ნაყოფიერი იქნება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იუსტიციის მინისტრმა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა
Next post „ქართული ოცნება“: წინასაარჩევნო კვლევების თანახმად, ბანგლადეშს ვაგებთ