„ქართული ოცნება“: წინასაარჩევნო კვლევების თანახმად, ბანგლადეშს ვაგებთ

Read Time:37 Second

„წინასაარჩევნო კვლევების თანახმად, ბანგლადეშს ვაგებთ“ – ამ შინაარსის Facebook-პოსტს „ქართული ოცნება“ ავრცელებს. პოსტს თან ახლავს უცხოელების მიერ დატოვებული Facebook-რეაქციების ფოტოები.

მომხდარს ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძეც. მისი განცხადებით, სააკაშვილის ფლანგს ძალიან გაუჭირდა.

„ნაცების“ უვიცი ჟურნალისტების ბოროტი დეზინფორმაციაც ვეღარ მუშაობს და მიმართეს ჩვეულ ტრაგიკომიკურ ხერხს – უცხო ქვეყნების ტროლები და ბოტები შეუსიეს მმართველი პარტიის Facebook-გვერდს.

არ მაქვს იმედი, რომ ამაზე რეაგირება ექნებათ „დამოუკიდებელ და მიუკერძოებულ“ კოლექტიურ თამარ კინწურაშვილებს, ეთერ ბუზიაშვილებსა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა ფსევდოებს, რეალურად ნაცაქტორებს. შერჩევითად სახალხო დამცველსა და ცესკოსთან დაუსაბუთებლად მებრძოლ „სამართლიან არჩევნებსა“ და მის პარტიულ კომპანიონებზეც აღარაა საუბარი.

2 ოქტომბერს, ამდენ სიბინძურეს საქართველოს ამომრჩეველი გაცემს ადეკვატურ პასუხს.

ცხადზე ცხადად ჩანს, თუ სადაა მშვიდობა და განვითარება – 41, და სადაა სიბნელე, ქაოსი, რევანშიზმი და ღალატი – 5 და 25“, – წერს გია აბაშიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს: ჩვენს ინტერსებში შედის მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში, რაც უზრუნველყოფს მტკიცე ეკონომიკურ განვითარებას
Next post თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ ორი რეკომენდაცია შეიმუშავა