შალვა პაპუაშვილი სააკაშვილზე: არ მგონია, რომ რომელიმე საერთაშორისო პარტნიორს ექნება სურვილი, ჩაერიოს მკვლელობისა და ცემის საქმეზე სასჯელმისჯილი ადამიანის საპატიმროდან დახსნის საკითხში

Read Time:52 Second

მე არ მგონია, რომ რომელიმე საერთაშორისო პარტნიორს ექნება სურვილი, ჩაერიოს მკვლელობისა და ცემის საქმეზე სასჯელმისჯილი ადამიანის საპატიმროდან დახსნის საკითხში, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა კითხვას, ხომ არ მოუწევს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების შემდეგ მისი მალევე გათავისუფლება, როგორც ეს ნიკა მელიას შემთხვევაში მოხდა.

„მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლომ უკვე ორ საქმეზე გამოიტანა განაჩენი. კერძოდ, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მას მისჯილი აქვს 3 წელი, ხოლო ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მისჯილი აქვს 6 წელი. გარდა ამისა, ორი საქმე – 8 მილიონის გაფლანგვის და „ტელეიმედის“ საქმეები სასამართლო განხილვის პროცესშია. მე იმედი მაქვს, რომ ამ ქვეყანაში არ არის ადამიანების ჯგუფი, რომელსაც ექნება კითხვები სანდრო გირგვლიანის და ვალერი გელაშვილის საქმეებზე გამოტანილი განაჩენების აღსრულებასთან დაკავშირებით. ეს განაჩენები ეყრდნობა არა მხოლოდ ქართული მართლმსაჯულების გადაწყვეტილებებს, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებსაც. იქ პირდაპირ არის საუბარი სააკაშვილის ბრალეულობაზე და, რაც მთავარია, ეს განაჩენები ეყრდნობა საქართველოს მოსახლეობის სამართლიანობის განწყობასაც. მე არ მგონია, რომ რომელიმე საერთაშორისო პარტნიორს ექნება სურვილი, ჩაერიოს მკვლელობისა და ცემის საქმეზე სასჯელმისჯილი ადამიანის საპატიმროდან დახსნის საკითხში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში 2 ოქტომბერს ბრუნდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post “წინ თეთრო მგელო” – კახა კალაძეს მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები მიმართავენ
Next post შალვა პაპუაშვილი: ყველა კვლევით „ქართული ოცნების“ მთავრობის პირობებში ადგილობრივი ხელისუფლება გახდა ყველაზე მაღალი ნდობის მქონე საჯარო ინსტიტუტი