შალვა პაპუაშვილი ქალ ოპოზიციონერებს: როცა გინდათ სქესის მიხედვით უყურებთ, როცა გინდათ, მამაპაპურად იგინებით – თავი დაანებეთ პარლამენტის აპარატის თანამშრომლების შეურაცხყოფას

Read Time:1 Minute, 7 Second

როცა გინდათ სქესის მიხედვით უყურებთ, როცა გინდათ კარგად, მამაპაპურად იგინებით და მანდატურებს, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შეურაცხყოფას აყენებთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა  ოპოზიციონერი  თეონა აქუბარდიას საპასუხოდ განაცხადა, რომელიც  „ლელოს“ დეპუტატის, სალომე სამადაშვილის პლენარულ სხდომათა დარბაზიდან გაძევებას გამოეხმაურა.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, როცა გაძევებულია პარლამენტის წევრი, კეთილი უნდა ინებოს და დატოვოს დარბაზი, არ უნდა უწევდეს მანდატურის თანამშრომელს მისი გაყვანა.

„სქესის ინსტრუმენტალიზება, რასაც თქვენ აკეთებთ, ეს არის ყველაზე მდაბალი საქციელი. რომ გამოდიხართ ხოლმე, მადლობას რომ უხდით პარლამენტის აპარატს, ბრტყელ-ბრტყელად საუბრობთ, რა შეურაცხყოფასაც მანდატურებს ამ დღეებში აყენებდით ქალი დეპუტატები და ახლაც ქალბატონი სალომე რა შეურაცხყოფასაც აყენებდა მანდატურებს, როცა გინდათ სქესის მიხედვით უყურებთ, როცა გინდათ კარგად, მამაპაპურად, იგინებით და მანდატურებს, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შეურაცხყოფას აყენებთ.

ნებისმიერ დეპუტატს მოგიწოდებთ, თავი დაანებეთ პარლამენტის აპარატის თანამშრომლების შეურაცხყოფას, ხართ პარლამენტის წევრები. შესაძლოა, ერთმანეთში რაღაც ტოლერანტობა იყოს გარკვეული რიტორიკის, მაგრამ პარლამენტის აპარატის თანამშრომლების წინაშე მოიხადეთ ყველამ ბოდიში ამ შეურაცხყოფისთვის, რასაც ამ დღეებში ვისმენდით თქვენგან და ახლაც აქ ვისმენდით. დგახართ და კიდევ ამართლებთ პარლამენტის წევრს, რომელიც, რამდენიმე წუთის წინ, მანდატურის სამსახურის წარმომადგენელს შეურაცხყოფას აყენებდა. რაც შეეხება გაძევებას, როცა გაძევებულია პარლამენტის წევრი, კეთილი უნდა ინებოს და დატოვოს დარბაზი, არ უნდა უწევდეს მანდატურის თანამშრომელს მისი გაყვანა და თუ მოუწევს, უნდა გაიყვანოს. სახლში კი არ ხართ, წესებია და ამ წესების მიხედვით უნდა იმოქმედოთ. აპარატის თანამშრომლების შეურაცხყოფას, ფიზიკურ შეხებას დაანებეთ თავი! გაფრთხილებთ კიდევ ერთხელ. დაანებეთ თავი სქესის ინსტრუმენტალიზირებას და მოიქეცით როგორც ეთიკის წესები მოითხოვს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სამწუხარო ინფორმაცია – ცნობილი მხატვარი ირაკლი სუთიძე გარდაიცვალა
Next post კახა კალაძე: რატომ უნდა გაიწვიონ კანონპროექტი? საფრთხეს უქმნის ჩვენს სახელმწიფოებრიობას?! იმასაც გვეუბნებოდნენ, თუ სააკაშვილს არ გავუშვებდით, დავშორდებოდით ევროკავშირს