კახა კალაძე: რატომ უნდა გაიწვიონ კანონპროექტი? საფრთხეს უქმნის ჩვენს სახელმწიფოებრიობას?! იმასაც გვეუბნებოდნენ, თუ სააკაშვილს არ გავუშვებდით, დავშორდებოდით ევროკავშირს

Read Time:39 Second

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“  კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით მედიის კითხვას უპასუხა და  განაცხადა, რომ  აღნიშნული კანონპროექტის  გაწვევის საფუძველს ვერ ხედავს.

კახა კალაძის თქმით, დასავლეთისგან მითითებები სახელმწიფოს ინტერესებისთვის საზიანო ისეთ საკითხებსაც ეხებოდა, როგორიცაა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება და  ქვეყანაში  მეორე ფრონტის გახსნა.

„რატომ უნდა გაიწვიოს აღნიშნული კანონპროექტი? საფრთხეს უქმნის ჩვენს სახელმწიფოებრიობას?! ჩვენ იმასაც გვეუბნებოდნენ, რომ თუ სააკაშვილს არ გამოვუშვებდით, ეს იქნებოდა ევროკავშირისგან  დაშორება, რომ კანდიდატის სტატუსს არ მივიღებდით, თუ სანქციებს არ შევუერთდებოდით და მეორე ფრონტი არ გაიხსნებოდა.

ერთი რამე გავითვალისწინოთ – ყველამ უნდა ვიფიქროთ სახელმწიფოს ინტერესებზე, ჩვენი სუვერენიტეტის გაძლიერებაზე. ჩვენ თუ დანგრეული და გაუბედურებულები, დაჩაჩანაკებული ვიქნებით, რომელ ევროპაზეა საუბარი? რომელ ევროპას მოუნდება ასეთი საქართველო? პირიქით, ძლიერები უნდა ვიყოთ და ძლიერი საქართველო არის ევროპისთვისაც მნიშვნელოვანი. არა მარტო ჩვენთვის, ევროპისთვისაც, ძლიერი საქართველოს შესვლა ევროკავშირში არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი ქალ ოპოზიციონერებს: როცა გინდათ სქესის მიხედვით უყურებთ, როცა გინდათ, მამაპაპურად იგინებით – თავი დაანებეთ პარლამენტის აპარატის თანამშრომლების შეურაცხყოფას
Next post ვახტანგ გომელაური: ყველა პოლიციელს აქვს თმენის ვალდებულება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს აქვს უფლება მათ სიტყვიერი, ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენოს – ესროლოს სხვადასხვა საგნები