შალვა პაპუაშვილი: საბოლოო ჯამში დაფიქსირდა 13 ინციდენტი, რომელიც არ გასცდენია ძირითადად სიტყვიერ შელაპარაკებას

Read Time:32 Second

საბოლოო ჯამში დაფიქსირდა 13 ინციდენტი, რომელიც არ გასცდენია ძირითადად სიტყვიერ შელაპარაკებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო პროცესის შეფასებისას ბრიფინგზე განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რა შთაბეჭდილება იქმნებოდა ეკრანიდან ჩვენი მოქალაქეებისთვის, თითქოს იყო აყალმაყალი სხვადასხვა უბნებზე, საბოლოო ჯამში დაფიქსირდა 13 ინციდენტი, რომელიც არ გასცდენია ძირითადად სიტყვიერ შელაპარაკებას. იცით, რომ რამდენიმე პროვოკატორი „ნაციონალური მოძრაობის“ იქნა დაკავებული ადმინისტრაციული წესით და შემდეგ გათავისუფლებული. გვქონდა ძირითადად იგივე სიტუაცია, როგორიც იყო 2 ოქტომბერს, იყვნენ იგივე ადამიანები მათ შორის და იგივე უბნები დაახლოებით. ზუგდიდის რაიონში და თბილისის რამდენიმე უბანში იყო ძირითადად ინციდენტები. ასე რომ საერთო ჯამში მთელმა პროცესმა ჩაიარა საკმაოდ მშვიდად, მიუხედავად იმისა, როგორ ცდილობდნენ ზოგიერთები ეს პროცესი წარმოეჩინათ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნიკა მელია – ჩემი სურვილი იქნებოდა, ახლა, როდესაც ოპოზიცია არის გამარჯვებული, მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტოს შიმშილობა
Next post ბექა დავითულიანი: ნიკა მელიას ვურჩევ, კახა კალაძეს გამარჯვება მიულოცოს