ნიკა მელია – ჩემი სურვილი იქნებოდა, ახლა, როდესაც ოპოზიცია არის გამარჯვებული, მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტოს შიმშილობა

Read Time:31 Second

ჩემი სურვილი იქნებოდა, ახლა, როდესაც ოპოზიცია არის გამარჯვებული, მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტოს შიმშილობა, –  ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის, როგორც პოლიტიკოსის თავდადებამ, უკვალოდ არ ჩაიარა.

„რა თქმა უნდა, უკვალოდ არ ჩაიარა მიხეილ სააკაშვილის, როგორც პოლიტიკოსის, როგორც თავდადებული ქართველის თავდადებამ. დარწმუნებული ვარ, ახლა ის გვიყურებს და მინდა, აქედან მივესალმო მას დიდი პატივისცემით, ვუსურვო ჯანმრთელობა. ხვალ, როდესაც უკვე შემაჯამებელი ოქმები შედგება და გამოცხადდება ოპოზიციური კანდიდატები გამარჯვებულად, მე მასთან ციხეში შესვლის შესაძლებლობა არ მაქვს, მაგრამ ჩემი სურვილი იქნებოდა, ახლა, როდესაც ოპოზიცია არის გამარჯვებული, მან შეწყვიტოს შიმშილობა, რადგან იგი გვჭირდება ჯანმრთელი და ცოცხალი ადამიანი. არ უნდა გავახაროთ ბიძინა ივანიშვილი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე „ნაცმოძრაობაზე“: პარალელურ სამყაროში ვიღაცებს აჯერებენ, რომ სადღაც უნდა შევარდნენ, ხმები დაიცვან, ამაზე პასუხი იქნება კანონის მიხედვით დახვედრა
Next post შალვა პაპუაშვილი: საბოლოო ჯამში დაფიქსირდა 13 ინციდენტი, რომელიც არ გასცდენია ძირითადად სიტყვიერ შელაპარაკებას