შალვა პაპუაშვილი: საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის ფორმატში პრაქტიკულად ყველა საკითხზე შევჯერდით

Read Time:31 Second

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის ფორმატში პრაქტიკულად ყველა საკითხზე შეთანხმება მიღწეულია.

„ფაქტობრივად, ყველა საკითხზე შევჯერდით და ეს შეჯერებული ვარიანტი ეფუძნება როგორც ქვეყნის შიგნით კონსენსუსს, ასევე საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებებს. გაიზრდება ვადა და რამდენიმე თვით ადრე გახდება ცნობილი, თუ ვინ იქნებიან საარჩევნო უბნების წევრები. შევთანხმდით, რომ საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ შესწორების ოქმების შედგენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ უბნის გადათვლის საფუძველზე. შეიქმნება საჩივრების წარდგენის ელექტრონული პორტალი, რომელზეც საჩივარი ელექტრონულად აიტვირთება და მისი ხელით შეტანა აუცილებელი არ იქნება. თუკი საოლქო კომისია ან ცესკო სამართალდარღვევის ოქმს არ შეადგენს, შესაძლებელი იქნება ამის სასამართლოში გასაჩივრება.
შეთანხმებულია საკითხები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან და 100-მეტრიან რადიუსთან დაკავშირებითაც“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: უგულავას ბოძზე გამოსაკრავი პოლიციელი არ ჰყავს ამ ქვეყანას
Next post კახა კუჭავა ოპოზიციაზე: აპელირებენ, რომ ევროინტეგრაციის გზას ჩამოვშორდით – თვითონ ქუჩიდან ხედავენ ევროინტეგრაციაში შესვლის გზას