კახა კუჭავა ოპოზიციაზე: აპელირებენ, რომ ევროინტეგრაციის გზას ჩამოვშორდით – თვითონ ქუჩიდან ხედავენ ევროინტეგრაციაში შესვლის გზას

Read Time:36 Second

აპელირებენ, რომ ჩამოვშორდით ევროინტეგრაციის გზას, თვითონ როგორ ხედავენ, ქუჩიდან ხედავენ ევროინტეგრაციაში შესვლას?!, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„პირადად მე, სურვილი მაქვს, რომ რაც შეიძლება მალე განიმუხტოს ეს მდგომარეობა, ქვეყნის განვითარებისთვის არის ეს აუცილებელი. აპელირებენ, რომ ჩამოვშორდით ევროინტეგრაციის გზას, თვითონ როგორ ხედავენ, ქუჩიდან ხედავენ ევროინტეგრაციაში შესვლას?! პარლამენტში უნდა იყვნენ და იქ უნდა გვესაუბრონ იმ საკითხებზე, თუ რამე არ მოსწონთ.

მე მინდა ოპოზიცია იყოს პარლამენტში, რომელიც გამაკრიტიკებს. შეურაცხყოფის მოყენება ეს კიდევ სხვა საკითხია, რომელიც ჩვეულებრივი დღის წესრიგი გახდა და ნორმალურ ფაქტად არის აღქმული. ვერ განვვითარდებით, თუ არ გავერთიანდით ქვეყნის შიგნით. ერთი ერი ვართ და ერთიანობა ვერ მოხდება, ნაწილი თუ პარლამენტშია და ნაწილი – ქუჩაში. ზუსტად ეს არის ადგილი, სადაც გადაწყვეტილებს უნდა ვიღებდეთ“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი: საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის ფორმატში პრაქტიკულად ყველა საკითხზე შევჯერდით
Next post ანდრიუს კუბილიუსი: ორივე მხარე უნდა დაჯდეს მაგიდასთან და იპოვონ გამოსავალი