ანდრიუს კუბილიუსი: ორივე მხარე უნდა დაჯდეს მაგიდასთან და იპოვონ გამოსავალი

Read Time:33 Second

ორივე მხარე უნდა დაჯდეს მაგიდასთან და იპოვონ გამოსავალი. ჭკვიან ხალხს ყოველთვის შეუძლია გამოსავლის მოძიება, – ამის შესახებ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარემ, ანდრიუს კუბილიუსმა „ქრონიკას“ განუცხადა.

მისი თქმით, ემოციები და ამბიციები არ უნდა იყოს იმაზე დიდი, ვიდრე ის, რაც სახელმწიფოს სჭირდება.

„ემოციები და ამბიციები არ უნდა იყოს იმაზე დიდი, ვიდრე ის, რაც სახელმწიფოს სჭირდება. ჩანს, რომ ორივე მხარეს ავიწყდება, რას ნიშნავს ეს სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე. ბოლო მოვლენების გამო ორივე მხარეზე ნაწყენი ვარ, გაბრაზებულიც კი. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ხელისუფლების უფრო მეტია ვიდრე ოპოზიციის, მაგრამ ორივე მხარემ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს მათზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას და არა ერთმანეთს აბრალებდნენ. აბსოლუტურად ნათელია, რომ ერთადერთი დედაქალაქი, რომელიც ბედნიერია, ეს არის მოსკოვი“, – განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კუჭავა ოპოზიციაზე: აპელირებენ, რომ ევროინტეგრაციის გზას ჩამოვშორდით – თვითონ ქუჩიდან ხედავენ ევროინტეგრაციაში შესვლის გზას
Next post ვალდას ადამკუსი: განსაკუთრებით დიპლომატები უნდა გრძნობდნენ მაღალ პასუხისმგებლობას და იცოდნენ სად რა თქვან