ვალდას ადამკუსი: განსაკუთრებით დიპლომატები უნდა გრძნობდნენ მაღალ პასუხისმგებლობას და იცოდნენ სად რა თქვან

Read Time:28 Second
მიმდინარე მოვლენებზე კომენტირება საჭიროა, მაგრამ განსაკუთრებით დიპლომატები უნდა გრძნობდნენ მაღალ პასუხისმგებლობას და იცოდნენ სად რა თქვან, – ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილმა პრეზიდენტმა, ვალდას ადამკუსმა განაცხადა, რითაც ლიეტუვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისის განმარტებისთვის საკანონმდებლო ორგანოში დაბარებას გამოეხმაურა.
 
„თუ პავილიონისის განცხადებამ გამოიწვია გარკვეული რეაქცია ქვეყნის შიგნით ეს ნიშნავს, რომ მისი მხრიდან ასეთი განცხადების გაკეთება საჭირო არ იყო“, – აღნიშნა ადამკუსმა.
 
„თქვენ უკვე დაკარგეთ ტერიტორიები, მომავლის დაკარგვაც გსურთ? თუ არ გაერთიანდებით, დიდი ფასის გადახდა მოგიწევთ“, – განაცხადა თბილისში ვიზიტისას ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა. ამის შემდეგ ლიეტუვის სეიმის ვიცე-სპიკერებმა პავილიონისი განმარტებისთვის ლიეტუვის სეიმში დაიბარეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ანდრიუს კუბილიუსი: ორივე მხარე უნდა დაჯდეს მაგიდასთან და იპოვონ გამოსავალი
Next post ​თანმიმდევრული ქმედებებით და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, აუცილებლად მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან დეოკუპაციას და საქართველო საკუთარ ღირსეულ ადგილს დაიკავებს საერთო ევროპულ ოჯახში-დავით ზალკალიანი