მამუკა მდინარაძე: უგულავას ბოძზე გამოსაკრავი პოლიციელი არ ჰყავს ამ ქვეყანას

Read Time:1 Minute, 3 Second

პოლიციელების მუქარას და მიხეილ სააკაშვილის ნარატივის გაგრძელებას თავი დაანებოს. არც მისი ბოძზე გამოსაკრავი პოლიციელი ჰყავს ამ ქვეყანას და არც მისი ელემენტარულად გასაკრიტიკებელი ადამიანი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ „ევროპული საქართველოს“ წევრის გიგი უგულავას განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისივე თქმით, გიგი უგულავა რომელიც მსჯავრდებულია 48 მილიონის მოპარვაზე და საუბრობს სანქციებზე, ეს ქართული პოლიტიკის პრობლემაა.

„ევროპელი პარტნიორები შეთანხმებულები არიან, რომ ადამიანი ელემენტარულ დანაშაულს რომ ჩაიდენს, ის პოლიტიკაში აღარ რჩება, ხმას არავინ მისცემს. უგულავას და მისი პარტიის შემთხვევაში, თითქმის ასე მოხდა. 48 მილიონის მომპარავი ადამიანები პოლიტიკაში არ უნდა იყვნენ, ეს ქმნის პრობლემას. შემდეგ წარმოიდგინეთ, სხვაზე ლაპარაკობს.

უგულავამ პოლიციელების მუქარას და მიხეილ სააკაშვილის ნარატივის გაგრძელებას თავი დაანებოს. არც მისი ბოძზე გამოსაკრავი პოლიციელი ჰყავს ამ ქვეყანას და არც ელემენტარულად გასაკრიტიკებელი. ადამიანის, რომელიც მსჯავრდებულია 48 მილიონის მოპარვაზე. პრობლემა ის არის, ასეთი ადამიანები თავს უფლებას რომ აძლევენ, პოლიტიკაში იყვნენ. მთავარი პრობლემა ესაა. სანქციებზე საუბარი აბსოლუტურად არასერიოზულია. ეს თავადაც იციან. შეუძლებელია, კანონის აღსრულებისთვის სანქციების დაწესება, თანაც კონკრეტული ადამიანების მიმართ. გუშინ შალვა ნათელაშვილი გამობრძანდა და სანქციების ნაწილზე ჩემი გვარიც ახსენა. თუ მიპოვის რაიმე აქტივებს, დააყადაღოს თვითონ, ამის დისკრეციას მას მივცემ და თავად დამიყადაღოს, რამე აქტივებს თუ მიპოვის. იმდენად არასერიოზულ რაღაცებში გადასდით, რომ ამაზე სერიოზული პასუხის გაცემა მიჭირს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ „ვანდალურ ოპერაციაში მონაწილეთა სახელები და გვარები იქნება სოციალურ ქსელებში, ყველა ბოძზე გამოკრული“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიმიტრი ხუნდაძე: მირჩევნია პოლიტიკური რეპუტაციული ზიანი მივიღო, ვიდრე ქვეყანაში სამართალის აღსრულება კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენო
Next post შალვა პაპუაშვილი: საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის ფორმატში პრაქტიკულად ყველა საკითხზე შევჯერდით