დიმიტრი ხუნდაძე: მირჩევნია პოლიტიკური რეპუტაციული ზიანი მივიღო, ვიდრე ქვეყანაში სამართალის აღსრულება კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენო

Read Time:1 Minute, 20 Second

თუ ვინმე თვლის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ან თუნდაც დიმიტრი ხუნდაძემ ამ დამოკიდებულებით და შეფასებით მიიღო პოლიტიკური რეპუტაციული ზიანი, მე მირჩევნია მივიღო პოლიტიკური რეპუტაციული ზიანი, ვიდრე ქვეყანაში სამართალის აღსრულება დავაყენო კითხვის ნიშნის ქვეშ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუდნაძემ ნიკა მელიას დაკავებაზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენთანაც კანონი არის უპირატესი, ვიდრე პოლიტიკური ასპექტი, თუმცა, არის შეფასებები იმდაგვარი, რომ პოლიტიკური შემადგენელი თითქოსდა ჭარბობდა ამ გადაწყვეტილებაში. როცა პირი და ამ შემთხვევაში კონკრეტულად ნიკანორ მელია პირდაპირ სახეში ესვრის სამაჯურს და გამოწვევას უკეთებს სახელმწიფოს და სამართალს, სახელმწიფო ვალდებულია შეასრულოს უპირატესი ვალდებულება, რომ დაიცვას კანონი და თუ არჩევანი დგება პოლიტიკა თუ სამართალი, რა თქმა უნდა, უპირატესია სამართალი.

თუ ვინმე თვლის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ან თუნდაც დიმიტრი ხუნდაძემ ამ დამოკიდებულებით და შეფასებით მიიღო პოლიტიკური რეპუტაციული ზიანი, მე მირჩევნია მივიღო პოლიტიკური რეპუტაციული ზიანი, ვიდრე ქვეყანაში სამართალის აღსრულება დავაყენო კითხვის ნიშნის ქვეშ. ქვეყანა, სადაც სამართალი არ არის აღსრულებადი ის პოლიტიკურად, სამართლებრივად და იმიჯურად არის ცუდ მდგომარეობაში”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

23 თებერვალს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს.

ლეობას. საქმე ეხება 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს. მაშინ აქციაზე ნიკა მელიამ იქ შეკრებილ ადამიანებს მიმართა, რომ მათი ადგილი პარლამენტს გარეთ არ იყო და ისინი პარლამენტის შენობაში უნდა ყოფილიყვნენ. ამის შემდეგ სიტუაცია დაიძაბა და იქ შეკრებილები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ.

2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, ნიკა მელიას აღკვეთის სახით 30000-ლარიანი გირაო შეეფარდა, მაშინ პარლამენტმა მას დეპუტატის იმუნიტეტი პირველად მოუხსნა და სასამართლოს განჩინება აღსრულდა. მან პირველ ჯერზე გადაიხადა 30000 ლარი, თუმცა მას შემდეგ რაც, 2020 წლის 1-ელ ნოემბერს პარლამენტთან აქციაზე ელექტრონული სამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა, გენერალურმა პროკურატურამ კიდევ ერთხელ მიმართა სასამართლოს, რათა ნიკა მელიას გირაოს სახით 100 000 ლარი შეფარდებოდა, თუმცა სასამართლომ 40 000 ლარი განუსაზღვრა, რომელიც მან არ გადაიხადა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს
Next post მამუკა მდინარაძე: უგულავას ბოძზე გამოსაკრავი პოლიციელი არ ჰყავს ამ ქვეყანას