მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს

Read Time:20 Second

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს. შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმის ფარგლებში, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე წარადგინა, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამოქმედდება ხვალიდან, 25 თებერვლიდან.

რაც შეეხება მგზავრებისთვის დაწესებულ რეგულაციებს, ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების აუცილებლობა. მუნიციპალურ ტრანსპორტში კვლავ აკრძალული იქნება გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა. როგორც პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, დაწესებული რეგულაციების აღსრულება მკაცრად გაკონტროლდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სამთო კურორტებზე არსებული სასტუმროები ხვალიდან, საბაგიროები კი 8 მარტიდან გაიხსნება
Next post დიმიტრი ხუნდაძე: მირჩევნია პოლიტიკური რეპუტაციული ზიანი მივიღო, ვიდრე ქვეყანაში სამართალის აღსრულება კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენო