შალვა პაპუაშვილი: როდესაც ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევ, მაშინ არ უნდა გაგიკვირდეს, რომ 7 ნოემბერს დანიშნავენ მიტინგს

Read Time:1 Minute, 6 Second

არ ვიცი გადათქვეს თუ არ გადათქვეს, მგონი ჯერ კიდევ ძალაშია 7 ნოემბერი და ვფიქრობ, რომ კანონზომიერია 7 ნოემბერი, ამ ქვეყანაში 2 რამესთან ასოცირდება: ერთი ეს გახლავთ ბოლშევიზმი და ბოლშევიკური რევოლუცია და 7 ნოემბერი არის ამის ასოციაცია და მეორე, 7 ნოემბერი არის მოძალადე ხელისუფლების სიმბოლო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, 7 ნოემბერს დაარბიეს აქცია, „ტელეიმედი“ და ამ საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო პროცესი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ.

„ეს გახლავთ ერთ-ერთი ბრალი, რომელზეც სასამართლო გადაწყვეილება ჯერ არ დამდგარა და მიმდინარეობს პროცესი. ამიტომაც სიმბოლურია და სწორია – „ნაციონალური მოძრაობა“ როდის, თუ არა 7 ნოემბერს, უნდა იყოს მისი სიმბოლო. როდესაც ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევ, მაშინ არ უნდა გაგიკვირდეს, რომ 7 ნოემბერს დანიშნავენ მიტინგს, რომლის მონაწილეც უნდა იყო – მათ უნდა გააცნობიერონ, გუშინ რას მისცეს ხმა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ოპოზიციამ 7 ნოემბერს აქცია ჯერ დააანონსა, შემდეგ კი გადაიფიქრა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ ოპოზიცია კვირას, 7 ნოემბერს საპროტესტო აქციას გამართავს. 7 ნოემბრის აქცია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დააანონსა ექსპრეზიდენტმა და ამჟამად პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმაც, თუმცა მისი პოსტი ახლა აღარ იძებნება.

7 ნოემბრის აქციის ანონსს მალევე გამოეხმაურა ოპოზიციონერი, მოძრაობა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელმაც განაცხადა, რომ „7 ნოემბერს აქცია არ იქნება, რადგან 7-ში არ უნდა იყოს“. ელენე ხოშტარიას კომენტარი გაავრცელა „ტაბულამაც“, სადაც ხოშტარია ამბობს: „აქცია 7 ნოემბერს არ იქნება, შეგვეშალა“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი იონათამიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ოცნებობს კიდევ ერთი 7 ნოემბერი მოუწყოს ქვეყანას
Next post რატი ბრეგაძე: მარცხის მიზეზი არის ის მორალური ტერორი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ არა მხოლოდ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, არამედ ოპოზიციაში ყოფნის პერიოდშიც ახორციელებდა