რატი იონათამიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ოცნებობს კიდევ ერთი 7 ნოემბერი მოუწყოს ქვეყანას

Read Time:47 Second

ეს არის ამორალური და განსაკუთრებული უტიფრობა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ 7 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე გეგმავს საპროტესტო აქციის გამართვას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„ეს ნიშნავს ზუსტად იმას, რომ ისინი ოცნებობენ, კიდევ ერთი 7 ნოემბერი მოუწყონ ამ ქვეყანას, ჩვენს საზოგადოებას. ისინი არ ნანობენ იმ დანაშაულებს, რომლებიც აქვთ ჩადენილი ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის წინაშე და ამით კიდევ ერთხელ ამჟღავნებენ რეალურ ბუნებას, რეალურ მიზნებს, რასაც ჩვენი სახელმწიფო არასდროს დაუშვებს“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

ოპოზიციამ 7 ნოემბერს აქცია ჯერ დააანონსა, შემდეგ კი გადაიფიქრა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ ოპოზიცია კვირას, 7 ნოემბერს საპროტესტო აქციას გამართავს. 7 ნოემბრის აქცია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დააანონსა ექსპრეზიდენტმა და ამჟამად პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმაც, თუმცა მისი პოსტი ახლა აღარ იძებნება.

7 ნოემბრის აქციის ანონსს მალევე გამოეხმაურა ოპოზიციონერი, მოძრაობა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელმაც განაცხადა, რომ „7 ნოემბერს აქცია არ იქნება, რადგან 7-ში არ უნდა იყოს“. ელენე ხოშტარიას კომენტარი გაავრცელა „ტაბულამაც“, სადაც ხოშტარია ამბობს: „აქცია 7 ნოემბერს არ იქნება, შეგვეშალა“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ბარამიძე – ის ფაქტი, რომ ადრე 7 ნოემბერი მოხდა, არ გვაკომპლექსებს
Next post შალვა პაპუაშვილი: როდესაც ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევ, მაშინ არ უნდა გაგიკვირდეს, რომ 7 ნოემბერს დანიშნავენ მიტინგს