გიორგი ბარამიძე – ის ფაქტი, რომ ადრე 7 ნოემბერი მოხდა, არ გვაკომპლექსებს

Read Time:58 Second

ის ფაქტი, რომ ადრე 7 ნოემბერი მოხდა, არ გვაკომპლექსებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

წამყვანის კითხვაზე, მიზანშეწონილი იყო თუ არა ოპოზიციის მიერ საპროტესტო აქციის დანიშვნა 7 ნოემბერს, ბარამიძემ აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაფერი ახსოვს, თუმცა ეს მათ არ აკომპლექსებს.

„ის თარიღი და ეს თარიღი ერთმანეთთან პირდაპირ კავშირში არ არის. იმის გამო, რომ მაშინ მოხდა თავის დროზე 7 ნოემბერი, ეს არ ცვლის ჩვენს ამოცანებს, რომ დღეს საქართველო აქვს უზურპირებული იმ ადამიანს, რომელიც ჩვენს ქვეყანას ანგრევს და მიზანმიმართულად უკან-უკან წევს. ის ფაქტი, რომ ადრე 7 ნოემბერი მოხდა, არ გვაკომპლექსებს. ძალიან კარგად გვახსოვს ყველაფერი, არაფერი არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან, პირიქით, კარგად უნდა გვახსოვდეს ყოველთვის, უნდა გავაანალიზოთ, შეცდომები ვაღიაროთ, როგორც ამის ვაჟკაცობა ეყო პრეზიდენტ სააკაშვილს და თანამდებობიდან გადადგა. ჩვენ არ უნდა დავემალოთ ჩვენ ისტორიას, მათ შორის იმას, რაც არ არის სასიამოვნო. იყო ძალიან სამწუხარო, რომ იმ ძალის და ისე გამოყენება დასჭირდა ხელისუფლებას როგორც ეს გააკეთა, მაშინ პირადად აიღო სააკაშვილმა პასუხისმგებლობა.

ნებისმიერი სხვა თარიღი შეიძლება იყოს, მე პირადად არანაირი კომპლექსი არ მაქვს ამისი. რასაც დააზუსტებენ ჩვენი კოლეგები, თუ ვიღაცას დისკომფორტი ექნება ამასთან დაკავშირებით, მე არც 7-ში მაქვს პრობლემა გამოვიდე საქართველოს თავისუფლებისთვის საბრძოლველად და არც სხვა დროს“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ოპოზიცია აქციას 7 ნოემბერს გამართავს
Next post რატი იონათამიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ოცნებობს კიდევ ერთი 7 ნოემბერი მოუწყოს ქვეყანას