რატი ბრეგაძე: მარცხის მიზეზი არის ის მორალური ტერორი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ არა მხოლოდ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, არამედ ოპოზიციაში ყოფნის პერიოდშიც ახორციელებდა

Read Time:42 Second

გუშინ ჩვენ ვიხილეთ არჩევნების შედეგი – 63-ით 1, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, ეს არის ძალიან მკაფიო შედეგი, რომელიც მეტყველებს აბსოლუტურად ყველაფერზე. შესაბამისად, ახლა საუბარი იმაზე, რომ თითქოს ვიღაც ამ შედეგს ცნობს, ვიღაც არ ცნობს, აბსოლუტურად ზედმეტია: მოსახლეობამ თავისი სათქმელი მკაფიოდ თქვა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ამ მარცხის მიზეზი არის ის მორალური ტერორი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ არა მხოლოდ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, არამედ ოპოზიციაში ყოფნის პერიოდშიც ახორციელებდა.

„ისინი პირდაპირ ძალადობენ მოსახლეობაზე. ეს არის ამის შედეგი. ასევე, ჩვენ ვიხილეთ რა დამოკიდებულება აქვს ამ პოლიტიკურ ძალას ეკლესიის მიმართ, როგორ შეურაცხყოფას აყენებს იმ ინსტიტუტს, რომლის განსაკუთრებული მნიშვნელობა აღიარებულია კონსტიტიტუციის მიერ და ყველამ კარგად ვიცით, თუ რა როლი აქვს მართლმადიდებლურ ეკლესიას საქართველოს ისტორიაში ქვეყნისთვის. ყველამ ერთად ვიხილეთ სააკაშვილის დიალოგი ბიძამისთან, თუ როგორ უდიერად და აგდებულად მოიხსენიებენ ქართველ ხალხს. ამ ყველაფრისთვის ქართველმა ხალხმა მათ მერამდენედ გასცა პასუხი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი: როდესაც ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევ, მაშინ არ უნდა გაგიკვირდეს, რომ 7 ნოემბერს დანიშნავენ მიტინგს
Next post გია ვოლსკი – დღე არ ყოფილა, როდესაც მამუკა ხაზარაძე ან სხვა პარტიის წევრები მუშაობდნენ რომელიმე კანონპროექტზე, კარგი იქნება თუ „ლელოს“ სხვა წევრები სხვა აზრზე არიან