შალვა პაპუაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შენარჩუნებაზე: ეს იყო სწორი გადაწყვეტილება და ვფიქრობ, რომ ამაში მხარდაჭერაც გვაქვს

Read Time:25 Second

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გაადცემაში „იმედის ფაქტორი“ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შენარჩუნებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარლამენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

„მანდატების შეჩერებასთან დაკავშირებით, გუნდში იყო მსჯელობა, ჩვენს მომხრეებშიც არაა ამის შესახებ ერთგვაროვანი შეხედულება. გუნდში გამოიკვეთა მთავარი საკითხი – ჩვენ იმით კი არ უნდა ვიმსჯელოთ, თუ რა არის ოპონენტებისთვის საკადრისი პასუხი, არამედ – იმის მიხედვით, თუ რა არის დღეს საქართველოსთვის ყველაზე კარგი. ვფიქრობ, ჩვენი გადაწყვეტილება ყველაზე კარგად ასახავს ამ დამოკიდებულებას. ეს იყო სწორი გადაწყვეტილება და ვფიქრობ, რომ ამაში მხარდაჭერაც გვაქვს“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „საბამ“ ლიტერატურული კონკურსი მეცხრამეტედ გამოაცხადა
Next post გიორგი ხელაშვილი: თუ ყველაფერზე უარი თქვეს, დიალოგი ვერ შედგება და ყველასთვის ცხადი იქნება, ვის მიუძღვის ამაში ბრალი