„საბამ“ ლიტერატურული კონკურსი მეცხრამეტედ გამოაცხადა

Read Time:42 Second

წელს „საბამ“ ლიტერატურული კონკურსი მეცხრამეტედ გამოაცხადა. ავტორებსა და გამომცემლებს უკვე შეუძლიათ წიგნები წარადგინონ კონკურსზე. ამისათვის მათ უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი ვებგვერდზე saba.com.ge

განაცხადების მიღება 23 თებერვლამდეა, რის შემდეგაც „საბას“ ჟიურის წევრები წიგნების განხილვას შეუდგებიან და გასული წლის ლიტერატურულ მოსავალს შეაფასებენ.

2021 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 9 ნომინაციაში გამოავლენს:

საუკეთესო რომანი

საუკეთესო პოეტური კრებული

საუკეთესო პროზაული კრებული

საუკეთესო პიესა

საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა

საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი

ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.

მარტში საკონკურსო წიგნების სია გამოქვეყნდება. ასევე, კონკურსის მსვლელობის პარალელურად, ამ წიგნების ელექტრონული ვერსიებიც განთავსდება SABA Reader-ში და მკითხველებს საშუალება ექნებათ გაეცნონ მათ.

ლიტერატურული კონკურსი „საბა“ თიბისიმ და პოეტმა რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. ამ დრომდე „საბამ“ 170 პრემია გასცა და 139 ავტორი დააჯილდოვა.

2021 წელს კონკურსის ფინალისტების ვინაობა ივლისში გახდება ცნობილი, ხოლო შემოდგომაზე დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თავდაცვის მინისტრის ინიციატივით დაწესებული დაჭრილ-დაშავებული სამხედროების დღე წელს პირველად აღინიშნა
Next post შალვა პაპუაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შენარჩუნებაზე: ეს იყო სწორი გადაწყვეტილება და ვფიქრობ, რომ ამაში მხარდაჭერაც გვაქვს