გიორგი ხელაშვილი: თუ ყველაფერზე უარი თქვეს, დიალოგი ვერ შედგება და ყველასთვის ცხადი იქნება, ვის მიუძღვის ამაში ბრალი

Read Time:30 Second

თუ ამოიწურა ყველანაირი საშუალება იმისა და ყველაფერზე უარი თქვეს, მშვიდად გაივლება წითელი ხაზი – ვიტყვით, რომ ეს იყო ლეგიტიმური პროცესი, დიალოგი, თუმცა ის ვერ შედგა, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

„პარლამენტში ამ „ოპორტუნისტების“ შესვლა არ არის ჩვენი თვითმიზანი. ეს არის მხოლოდ საშუალება პარლამენტისთვის კიდევ უფრო მეტი ლეგიტიმაციის მინიჭების საშუალება. თუ ამოიწურა ყველანაირი საშუალება იმისა და ყველაფერზე უარი თქვეს, მშვიდად გაივლება წითელი ხაზი – ვიტყვით, რომ ეს იყო ლეგიტიმური პროცესი, დიალოგი, თუმცა ის ვერ შედგა. ვის მიუძღვის ამაში ბრალი, ეს ასევე ცხადად გამოჩნდება. ნაკლული პარლამენტი არალეგიტიმური პარლამენტი არაა“, – განაცხადა ხელაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შენარჩუნებაზე: ეს იყო სწორი გადაწყვეტილება და ვფიქრობ, რომ ამაში მხარდაჭერაც გვაქვს
Next post ეკატერინე ტიკარაძე: საქართველო მზად არის ვაქცინაციისთვის