შალვა პაპუაშვილი: მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, გვერდში დაუდგეს საქართველოს მთავრობას იმისთვის, რომ ერთიანი პოზიციის ნაწილი გახდეს ყველას ძალისხმევა ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით

Read Time:1 Minute, 0 Second

„მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, რომ გვერდში დაუდგეს საქართველოს მთავრობას იმისთვის, რომ ერთიანი პოზიციის ნაწილი გახდეს ყველას  ძალისხმევა ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ ამ გზაზე, ის არჩევანი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას გაკეთებული აქვს და ის კონსტიტუციური ჩანაწერი, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს, ყველა პოლიტიკურმა ძალამ გაითავისოს და ამ არჩევანის შესაბამისად იმოქმედოს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ გააკეთა განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე და ამ კუთხით,  წამყვანი როლი სწორედ  საქართველოს ხელისუფლებას და  მთავრობას ეკისრება. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობას ყველა პოლიტიკური ჯგუფი გვერდით დაუდგეს იმისთვის, რომ ეს გზა ქვეყანამ  რაც შეიძლება სწრაფად  გაიაროს.

„იცით, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვანია  რეფორმების გატარება, მათ შორის, რაც შეეხება ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას, ეს არის რთული ტექნიკური სამუშაო, რომლის გაწევაც უწევს მთავრობას და ამავე დროს პარლამენტსაც კანონმდებლობის კუთხით, ამიტომ, ყველას მოგიწოდებთ, რომ იმ საპარლამენტო უმრავლესობას, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა აღებული ქვეყნის მართვაზე და მთავრობას, რომელსაც ეს პასუხისმგებლობა აქვს აღებული, ყველანაირად გვერდით დავუდგეთ და ჩავერთოთ ამ სამუშაოში.  სამშაბათს თქვენ გექნებათ შესაძლებლობა მესამე მოსმენით მხარი დაუჭიროთ „მომხმარებელთა უფლებების შესახებ“ კანონს და ეს კიდევ ერთი ნაბიჯი არის ჩვენი კანონმდებლობის დაახლოებისა ევროკავშირის კანონმდებლობასთან.

მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ ყველა გვერდში დავუდგეთ საქართველოს მთავრობას იმისთვის, რომ ეს გზა რაც შეიძლება მალე გავიაროთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შარლ მიშელი: ნაკლებად უნდა ვიყოთ რუსულ გაზზე დამოკიდებული და ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს
Next post მარიუპოლის საქალაქო საბჭოს ცნობით, მარიუპოლის დრამატული თეატრის დაბომბვის შედეგად 300-მდე ადამიანი დაიღუპა