მარიუპოლის საქალაქო საბჭოს ცნობით, მარიუპოლის დრამატული თეატრის დაბომბვის შედეგად 300-მდე ადამიანი დაიღუპა

Read Time:21 Second

უკრაინის ქალაქ მარიუპოლის დრამატული თეატრის დაბომბვის შედეგად 300-მდე ადამიანია დაღუპული. ამის შესახებ მარიუპოლის საქალაქო საბჭო იუწყება.

თეატრზე იერიში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 16 მარტს მიიტანეს. შენობას 1 500-მდე ადამიანი აფარებდა თავს.

ნანგრევებში მოყოლილთა ამოსაყვანად სამძებრო-სამაშველო ოპერაცია რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიური დაბომბვებისა და საბრძოლო მოქმედებების გამო ვერ ხორციელდებოდა.

მარიუპოლის მერ ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, ქალაქში ჰუმანიტარული ვითარება სულ უფრო მწვავდება. ქალაქში ევაკუაციის მოლოდინში ჯერ კიდევ 100 000-მდე ადამიანი რჩება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი: მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, გვერდში დაუდგეს საქართველოს მთავრობას იმისთვის, რომ ერთიანი პოზიციის ნაწილი გახდეს ყველას ძალისხმევა ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით
Next post რეჯეფ თაიფ ერდოღანი – თურქეთს არ შეეძლო, დაეწესებინა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ენერგეტიკული საჭიროებებისა და თანამშრომლობის გამო, ვერ დავტოვებ ჩემს ხალხს ზამთრის სიცივეში